პროფკავშირები - ტყიბულში შახტა, სადაც ქვანახშირის ფენა ჩამოიშალა, კუსტარულია - კუსტარულ შახტებს მადნის მოპოვება შრომის ინსპექციის მიერ ჰქონდათ აკრძალული

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების განცხადებით, შახტა, სადაც ქვანახშირის ფენის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში ორი ადამიანი მოყვა, კუსტარულია.

როგორც პროფკავშირების განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და გამოძიების შედეგად დადგინდება, ვისი დავალებით სრულდებოდა შახტაში გამაგრებითი სამუშაოები.

„ტყიბულში კუსტარულად მოწყობილ ერთ-ერთ კერძო შახტაში, ქვანახშირის ფენა ჩამოიშალა და ორი მეშახტე მოიყოლა.

დაახლოებით 14:00-დან 15:00 საათამდე შუალედში, მას შემდეგ, რაც მეშახტეებმა შახტის მფლობელს სატელეფონო ზარზე არ უპასუხეს, მან მეშახტეების ძებნა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ობიექტზე უბედური შემთხვევა მოხდა.

50 წლამდე ასაკის ა. ა. და 65 წლამდე ასაკის ვ. ტ. ჩამოშლილი მადნის ქვეშ არიან მოყოლილი და მათი ამოყვანის სამაშველო ოპერაცია ამ წუთამდე მიმდინარეობს.

როგორც მაშველები ამბობენ, მათ დაძახილს მხოლოდ ვ. ტ. პასუხობს.

ტყიბულში არსებულ კუსტარულ შახტებს მადნის მოპოვება შრომის ინსპექციის მიერ ჰქონდათ აკრძალული, რადგან ისინი საერთოდ ვერ პასუხობდნენ შრომის უსაფრთხოების სტანდარტის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი.

პოლიცია ადგილზე იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი საკვლევი თემა, პირველ რიგში, იქნება შემდეგი: ვისი დავალებით ასრულებდნენ გამაგრებით სამუშაოებს ა. ა. და ვ. ტ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირის თავმჯდომარე გაგა ისაკაძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს