ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერიდან ამოყვანილ  მამაკაცს ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანენ

ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერიდან ამოყვანილ  მამაკაცს ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანენ

ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერიდან ამოყვანილ 64 წლის მამაკაცს ქუთაისის მრავალპროფილურ კლინიკაში გადასაყვანად ამზადებენ. მამაკაცს სამედიცინო დახმარება ამ დროისთვის ტყიბულის „ევექსის“ კლინიკაში ჩაუტარდა. პაციენტს პირველადი სამედიცინო გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ტყიბულში, შახტაში მიწის მასა ჩამოიშალა და 2 მამაკაცი მოიყოლა. ერთი მამაკაცი რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს, მეორეს სამაშველო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.