ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერიდან ამოყვანილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერიდან ამოყვანილი 65 წლის მამაკაცი ქუთაისში რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

დაშავებული ვიტალი ტურძილაძე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კლინიკის ექიმი დავით ჯანაშია აცხადებს, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ფილტვებისა და გულმკერდის დაჟეჟილობით, ასევე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით შეიყვანეს.

შემთხვევა ტყიბულში 27 ნოემბერს მოხდა. ნახშირის ღია მოპოვების კარიერზე მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა