კორონავირუსის ახალი შტამის გამო უცხოელებს 14 დღით ისრაელში შესვლა აეკრძალებათ.
ისრაელში ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებულია, "ომიკრონ" შტამის სავარაუდო ერთი შემთხვევა, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს.
კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტი, სახელწოდებით ,,ომიკრონი“ , პირველად 24 ნოემბერს დაფიქსირდა. ჯანმომ ვირუსს "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა და აღნიშნა, რომ მას სავარაუდოდ რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"