კონფერენცია „საქართველო და უკრაინა: მსგავსებები და განსხვავებები დეზინფორმაციის კონტექსტში“ გაიმართა

ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით „საქართველო და უკრაინა: მსგავსებები და განსხვავებები დეზინფორმაციის კონტექსტში“ გაიმართა.

"ეროვნული პლატფორმის" ცნობით, ღონისძიების მსვლელობისას კვლევის - „დეზინფორმაციის მდგრადობის ინდექსი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც „ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისისა“ და EAST Center მიერ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვლევით ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.

მათი განმარტებით, კვლევა მიზნად ისახავდა, გაეზომა ვიშეგრადისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და საზოგადოებების მოწყვლადობა გარე სადეზინფორმაციო ნაკადების მიმართ, ისევე როგორც განესაზღვრა მათი მზადყოფნის დონე მსგავსი გამოწვევებისადმი.

„კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს დეზინფორმაციისადმი მედეგობის ინდექსზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის 2018 წლიდან, ინსტიტუციურ და მარეგულირებელ მიდგომებსა და მედიასივრცეში განხორციელებულ ცვლილებებზე. ონლაინ დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინაზე. ასევე, შემოთავაზებული იყო სხვადასხვა ქვეყნის შედარებითი ანალიზი, ისევე როგორც დეზინფორმაციასთან ბრძოლის არსებული პრაქტიკა.

2021 წლის დეზინფორმაციის მდგრადობის ინდექსის კვლევა მოიცავს ვიშეგრადის ოთხ ქვეყანას (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს სახელმწიფოს (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა). კვლევა ჩატარდა ვიშეგრადის ფონდის (International Visegrad Fund) ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო პუბლიკაციის გამოცემა შესაძლებელი გახდა აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის (German Marshall Fund of the United States) ხელშეწყობით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება