სააკაშვილის პირადი ექიმი - ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა, მაგრამ წინა ორმა კომისიამ თქვა, რომ სასამართლოზე მისი დასწრება შეიძლება, არ მგონია, რამე შეიცვალოს

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ჩავიდა.

როგორც მან სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესზე დასწრებას, ამას ექიმები გადაწყვეტენ.

„მე ცალკე მოვინახულებ და ალბათ, მერე შევიკრიბებით მთავარ ექიმთან ერთად. ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა. ჩემი აზრით, დღეს გახდება ეს დასკვნა საჯარო, მაგრამ წინა ორმა კომისიამ ხომ თქვა, მისი დასწრება შეიძლებაო. არ მგონია, რამე შეიცვალოს“, - განაცხადა ყიფშიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. ამ დროისთვის უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
სააკაშვილის პირადი ექიმი - ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა, მაგრამ წინა ორმა კომისიამ თქვა, რომ სასამართლოზე მისი დასწრება შეიძლება, არ მგონია, რამე შეიცვალოს

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ჩავიდა.

როგორც მან სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესზე დასწრებას, ამას ექიმები გადაწყვეტენ.

„მე ცალკე მოვინახულებ და ალბათ, მერე შევიკრიბებით მთავარ ექიმთან ერთად. ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა. ჩემი აზრით, დღეს გახდება ეს დასკვნა საჯარო, მაგრამ წინა ორმა კომისიამ ხომ თქვა, მისი დასწრება შეიძლებაო. არ მგონია, რამე შეიცვალოს“, - განაცხადა ყიფშიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. ამ დროისთვის უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ