მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე - წინასწარი შედეგებით, დასტურდება პოსტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირშია ციხეში და სისტემაში წამების ფაქტთან

ცენტრ „ემპათიას“ დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არ აღენიშნება ისეთი ფსიქიკური აშლილობა, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ვერ წარდგეს.

როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი სტაციონარულ მულტიდისციპლინურ მკურნალობა - რეაბილიტაციას საჭიროებს.

„წინასწარი შედეგებით, რაც შეგვიძლია გითხრათ, დასტურდება პოსტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირში იმყოფება ციხეში და სისტემაში წამების ფაქტთან, ასევე არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა. იცით, რომ ენცეფალოპათიაზეა საუბარი, რომელიც შიმშილობის შედეგი გახლავთ. პაციენტი საჭიროებს სტაციონალურ მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას. სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, მას ისეთი ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნება, რომ სასამართლო პროცესზე ვერ წარდგეს. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თვითონ იღებს“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. ამ დროისთვის უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება