დმანისთან ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა - არსებული ინფორმაციით, ოთხივე ერთი ოჯახის წევრია

დმანისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს სატვირთო მანქანა შეეჯახა. 4-ვე გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრია.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
„ინტერპრესნიუსი“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

























