სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ქვეყნებს მოუწოდებს, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვები გააუქმონ

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა მისი და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო ამოქმედებულ სამოგზაურო შეზღუდვებს გმობს და აცხადებს, რომ ამ ქმედებებით ძალიან იმედგაცრუებულია.

მისი თქმით, სამოგზაურო აკრძალვას მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია და გავრცელების შეჩერებას ხელს არ უწყობს. სირილ რამაფოსამ შეზღუდვებს არამართებული უწოდა და ქვეყნებს მისი მოხსნისკენ მოუწოდა.

”ერთადერთი, რასაც მიმოსვლის აკრძალვა გააკეთებს, დაზარალებული ქვეყნების ეკონომიკისთვის კიდევ უფრო დიდი ზიანის მიყენებაა. ის ძირს უთხრის მათი რეაგირებისა და პანდემიის შემდგომ გაჯანსაღების უნარს,“- განაცხადა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „ომიკრონ“ ვარიანტის გაჩენა, „მაღვიძარას ზარია“ მსოფლიოსთვის ვაქცინების უთანასწორობასთან დაკავშირებით და სანამ ყველა ვაქცინირებული არ იქნება, ახალი ვარიანტების გაჩენა გარდაუვალია.

კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტი პირველად 24 ნოემბერს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა და „ომიკრონი“ უწოდა. ახალი ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირის ქვეყნებმა, სამოგზაურო შეზღუდვა დააწესა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ