გორის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ შავშვებში ვაქცინაციის პროცესს დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ შავშვებში ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რითიც შესაძლებელია შევაჩეროთ პანდემიის გავრცელება. მერის თქმით, წამახალისებელმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა აცრის მსურველთა რაოდენობა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შავშვების ამბულატორია მეზობელ სოფლებსაც ემსახურება, სადაც აცრის მსურველებს წინასწარი ჯავშნის გარეშე შეუძლიათ ვაქცინაცია. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმუნიზაციის ჩატარება 6 ლოკაციაზეა შესაძლებელი. გარდა ამისა, მობილური ჯგუფების საშუალებით შშმ პირებს ადგილზე შეუძლიათ აცრა.

მათივე ცნობით, „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ კამპანიასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დანამატის გაცემის პროგრამაც. ამ ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი ადამიანები, რომლებიც მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, პირველ „კოვიდ-19“ საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებენ, შეძლებენ აღნიშნული თანხის მიღებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა