ადვოკატი - ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რაც დანაშაული არ არის

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატის, მაგდა კოტრიკაძის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რაც ქვეყნის კანონმდებლობით, დანაშაული არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.

„აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეიცვალა და მან დღეს სასამართლო დარბაზი დატოვა. ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე. შესაბამისად, სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია ყველა საფრთხე ამოწურულიყო, რაზეც ბრალდების მხარე აპელირებდა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რაც ჩვენი კანონმდებლობით, დანაშაული არ არის. შესაბამისად, ბრალდების მხარეს დასაბუთება გაუჭირდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს ამყარებდა მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები.

ცნობისთვის, თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური და კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

შემთხვევა, სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო