რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარებაში ჩართვის სურვილი გამოთქვა

თურქეთს რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის კრიზისის მოგვარების პროცესში ჩართვა და ამ თემის მოსკოვთან და კიევთან განხილვა სურს. ინფორმაციას რუსული მედია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”ჩვენ რეგიონში მშვიდობის დამყარების მომხრენი ვართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ყირიმელ თურქებს. არაერთხელ განვიხილეთ ეს საკითხები მეგობარ რუსეთთან და განსაკუთრებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ჩვენ არ გვინდა, რომ ყირიმი იყოს ტერიტორია, სადაც ომი დომინირებს. დაე, სამომავლოდ ამ ტერიტორიაზე მშვიდობა სუფევდეს, ჩვენ გვინდა ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება განვავითაროთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი „იშუამავლებს ამ საკითხში“ მოსკოვთან და კიევთან.

"ჩვენ ვეცდებით გავმართოთ მოლაპარაკებები, როგორც უკრაინასთან, ასევე ბატონ პუტინთან. გვინდა, რომ ამ საკითხის მოგვარებაში მონაწილეობა მივიღოთ", - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!