ლენტეხის მერმა მოადგილეები წარადგინა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, მერიის სამსახურის ხელმძღვანელ პირებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მერის მოადგილის თანამდებობას მარად ლიპარტელიანი და ბერდია ჩანქსელიანი დაიკავებენ.

მოადგილეთა წარდგენისას, მერმა საჯარო სამსახურში მოღვაწეობის მრავალწლიან გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება, მუნიციპალიტეტის გაძლიერების საქმეში მათი ჩართულობის პროცესზე ისაუბრა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

მარადი ლიპარტელიანი სწავლობდა ლენტეხის საშუალო სკოლაში, რის შემდეგაც დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი - სამართალმცოდნეობა, მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი - პერსონალის მართვა და მაგისტრატურა საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტში - ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე.

სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსად. ამასთან, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე იყო განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების კუთხით.

რაც შეეხება ლენტეხის მერის მეორე მოადგილეს, ბერდია ჩანქსელიანს, ის სწავლობდა ლენტეხის რაიონის საშუალო სკოლაში, რის შემდეგაც მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართამცოდნეობის ფაკულტეტი. მან განათლება ასევე მიიღო ბალტიის საერთაშორისო აკადემიაში (Baltic International Academy (BSA) (მაგისტრის ხარისხი)-ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით და ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Latvian University) ევროპათმცოდნეობის განხრით.

ჩანქსელიანის სამუშაო გამოცდილება მოიცავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია-მონიტორინგის სამსახურს, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ს.ს.ი.პ. „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში“ მონიტორინგის სამსახურს, სადაც ის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. ამასთან, ის მუშაობდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ს.ს.ი.პ. „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ იურისტად. ლატვიაში ყოფნისას ის იყო ქართული დიასპორის გამგეობის წევრი. ამასთან, ბერდია ჩანქსელიანი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო