2022 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ღონისძიებების დაწყებისთვის, სამსახურების სრული მობილიზებაა საჭირო, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამსახურების უფროსებთან გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც რუსთავის მერმა თქვა, 2022 წელს რუსთავის ბიუჯეტი 31 მილიონით გაიზარდა და 81 მილიონი ლარი გახდა.
„რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტი მიღებულია. ძალიან მასშტაბური და დიდი ზრდა გვაქვს ბიუჯეტის, რომელიც 31 მილიონით გაიზარდა და 81 მილიონი ლარია. დღეს მივეცით დავალებები სამსახურებს დროულად დავიწყოთ სხვადასხვა პროცედურები იმისთვის, რომ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეთ საქმის კეთებაზე. ეს არის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, მომზადება სხვადასხვა მსხვილი ტენდერების, რომლებიც უზრუნველყოფს მაგალითად ავარიული შენობების რეაბილიტაციის პროექტის იანვრიდან და მომდევნო თვეებიდან დაწყებას. სამსახურებში კარგი მომზადება და სრული მობილიზებაა საჭირო, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ 2022 წლის ბიუჯეტის შესრულება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"