რიგაში დღეს და ხვალ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ალიანსის ორდღიან მინისტერიალზე საქართველო და უკრაინაც არიან მიწვეული.
რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ და უკრაინელ პარტნიორებთან რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.
გუშინ განცხადება გამოაქვეყნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ განაგრძობს 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"