სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდების მხარეს გამომძიებელი აღარ წარმოადგენს - ბრალდების მხარე მხოლოდ პროკურორი იქნება

სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდების მხარეს გამომძიებელი აღარ წარმოადგენს - ბრალდების მხარე მხოლოდ პროკურორი იქნება.

საგამოძიებო პროცესში გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

ძირითადი ცვლილებები “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ხორციელდება, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

შეთავაზებული ცვლილებით, პროკურორის უფლებამოსილებები ახლებურად განისაზღვრება. თავად პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს წარმოადგენს, რომელიც გამოძიებაზე ახორციელებს არა საპროცესო ხელმძღვანელობას, არამედ ზედამხედველობას.

პროკურორი არ იქნება გამოძიების პროცესის აქტიური წარმმართველი, როგორც ეს განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით. პროკურორი სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი პირია და აღარ არის საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პირველადი გადაწყვეტილების მიმღები ანუ გამოძიების პროცესის აქტიური მონაწილე და გამომძიებლის ფუნქციების შემსრულებელი. მას აღარ აქვს საპროცესო ზედამხედველობის ქვეშ არსებულ საქმეზე გამოძიების სრული მოცულობით ჩატარების, გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გამომძიებლისთვის სავალდებულო მითითების, საქმის ერთი გამომძიებლისთვის ჩამორთმევისა და მეორესთვის გადაცემის უფლება.

პროკურორის საგამოძიებო უფლებამოსილება შემოიფარგლება მხოლოდ პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული საქმეებით. შესაბამისად, პროექტით პროკურორს აღარ აქვს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელისთვის დამახასიათებელი უფლებამოსილებები და ინარჩუნებს მხოლოდ იმ უფლებამოსილებებს, რაც გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის და მისი ძირითადი ფუნქციის - დევნის განხორციელებისთვის არის აუცილებელი.

ცვლილების შედეგად პროკურორის მიერ საპროცესო ზედამხედველობის განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტი იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება: სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ან შესაბამისი სტანდარტის არარსებობისას, დევნის დაწყებაზე უარი და სათანადო საფუძვლების არსებობისას, გამოძიების შეწყვეტა.

პროკურორი აგრეთვე არ იქნება უფლებამოსილი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე პირი ცნოს დაზარალებულად/მის უფლებამონაცვლედ. აღნიშნული უფლებამოსილებები გამომძიებელს ექნება.

პროექტის თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამოძიების დაწყების ვალდებულება ეკისრება მხოლოდ გამომძიებელს. გამოძიების დაწყების შესახებ პროკურორს ეცნობება არაუგვიანეს 12 საათისა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს