„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება

ოქროყანის ახალი ინდივიდუალური საცხოვრებელი კომპლექსი სიმეტრია პარკი გამოირჩევა განსაკუთრებული უპირატესობებით: წიწვოვანი ნარგავები, სუფთა ჰაერი, ველობილიკები, კეთილმოწყობილი სკვერები, სპორტული ცენტრები, უსაფრთხო გარემო – ეს იმ პირობების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც მისი მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში 20 000 კვ./მ. ფართობზეა გაშენებული. ინდივიდუალური დასახლება პრემიუმ კლასის სერვისებით მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მდებარეობს ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნიდან 8 წუთის, ხოლო ბოტანიკური ბაღისა და მთაწმინდის პარკიდან – 3 წუთის სავალზე, უკავშირდება კუს ტბის სალაშქრო გზასა და ულამაზეს ბულბულის ჭალას.

„სიმეტრია პარკი“ 39 ბინასა და 31 ინდივიდუალურ სახლს აერთიანებს. ყველა ინდივიდუალურ სახლს საკუთარი ეზო და პარკინგი აქვს.

დეველოპერული კომპანიის დირექტორი ტარიელ გაბუნია „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ტერიტორიის დაგეგმარების მთავარ მიზანს ჯანსაღი ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება წარმოადგენდა.

„სიმეტრიას“ სურდა ქალაქის ცენტრში შეექმნა ისეთი სივრცე, რომელზეც მუდმივი მოთხოვნა იქნებოდა როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. მისი თქმით, ტერიტორიის უნიკალური მდებარეობა, ინფრასტრუქტურა და სრულყოფილი სერვისი საცხოვრებელ სახლს სასურველსა და ღირებულს ხდის. მასზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება, განსაკუთრებით უცხოელების მხრიდან. დედაქალაქის ცენტრთან სიახლოვე და ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო არის მთავარი ფაქტორი, რომელსაც უძრავი ქონების შეძენისას ვითვალისწინებთ. მისივე თქმით, კომპლექსის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობაზე პასუხისმგებლობას იღებს თავად დეველოპერული კომპანია. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სავაჭრო ობიექტები, რომლებიც მაცხოვრებლების ყოველგვარ საჭიროებებზეა მორგებული.

„სიმეტრია პარკი“ მობინადრეებს სთავაზობს ყველაფერს, რაც სრულყოფილი ცხოვრებისთვის არის საჭირო, ესენია: უსაფრთხოება, საბავშვო მოედნები, სასეირნო ბილიკები, სპა ცენტრი, სპორტული დარბაზები, გასართობი ცენტრები, სივრცე ბიზნეს შეხვედრებისათვის და არა მხოლოდ,“ - განმარტა ტარიელ გაბუნიამ. ასევე აღნიშნა, რომ ტერიტორიის მოწესრიგებასა და სხვადასხვა სერვისებზე მუდმივად იზრუნებს კომპანია „ბრავა“, რომელიც გაითვალისწინებს მოსახლეობის მოთხოვნილებებს. ასევე კომპანიამ ჯანსაღი მიკროკლიმატი შექმნა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დეველოპერული სექტორისთვის უპრეცედენტოა. „თავდაპირველად, ტერიტორია მწვანე ნარგავების ნაკლებობას განიცდიდა. ამ მიზნით, გაზრდილი წიწვოვანი ნარგავებით გავაშენეთ მწვანე ზონა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიტანეთ განსაკუთრებული მცენარეები. შექმნილმა მიკროკლიმატმა ტერიტორიაზე ცხოვრება უფრო სასურველი და სასიამოვნო გახადა,“ - განმარტა „სიმეტრიას“ დირექტორმა.

„სიმეტრია პარკის“ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და 2022 წელს დასრულდება, თუმცა ბინებისა და სახლების გაყიდვები უკვე დაწყებულია. კომპანია მყიდველებს საინტერესო პირობებს სთავაზობს. მსურველებს შეგიძლიათ განცხადების ფორმა შეავსოთ, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ.

(R)

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!