გოჩა ენუქიძის განცხადებით, სოფელ ჩხუტელში, კვირიკაშვილების შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში, ცენტრალური ასფალტირებული გზიდან, კვირიკაშვილების უბნის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან, ცაგერის მერთან გიორგი ნემსაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაობს ადგილზე გაეცნო.

დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც შპს “ამჯ-ჯგუფი” ახორციელებს, დასრულების ფაზაშია და ღირებულებად 248 299 ლარია განსაზღვრული.

„საგზაო და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, გაზიფიცირებისა და ინტერნეტიზაციის აქტიური პროცესი, ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამიტომ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კოორდინირებული მუშაობით, ეტაპობრივად განვახორციელებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ჩვენი რეგიონის სწორ განვითარებას”, - აცხადებს გოჩა ენუქიძე.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა