ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრა დაიწყო

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრა დაიწყო. მერის განცხადებით, შეხვედრები მერიაშიც განახლდება და მასთან კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

„საარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობასთან 200-მდე შეხვედრა გავმართე. მე მაშინ ამომრჩეველს დავპირდი, რომ ეს შეხვედრები ჩემი მერად არჩევის შემდგომაც აუცილებლად გაგრძელდებოდა და მათთან კომუნიკაცია აქტიურად მექნებოდა. დღეს გონიოს მცხოვრებლებს შევხვდი. აფსაროსის ქუჩაზე დავგეგმეთ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის, საბავშვო და მცირე რეკრეაციული სივრცის მოწყობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც ცენტრალური, ასევე შემოერთებული ტერიტორიების განვითარება.

აქვე, მინდა მივაწოდო მოსახლეობას ინფორმაცია, რომ მერიაშიც განახლდება შეხვედრები და ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს პირდაპირ კომუნიკაციას ჩემთან. შეხვედრის ჩასანიშნად შეგიძლიათ დარეკოთ მერის ადმინისტრაციაში - 0422 27 01 19. მოსახლეობასთან კომუნიკაცია და დიალოგი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ამ მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ“, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს