სოზარ სუბარი - გუშინ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი სინანულის გრძნობა, არის მკვეხარა, ბაქია და ვერ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც შიმშილობის კვალი ეტყობა

როგორც მილოშევიჩის პროცესი იყო ღია და მთელი მსოფლიო უყურებდა იმ დამნაშავეს, რომელმაც მართლაც კაცობრიობის წინაშე ჩაიდინა დანაშაული, ასევე, მიმაჩნია, რომ სააკაშვილის სახე უნდა ნახოს ყველამ და ამისთვის კარგი იქნება მისი პროცესებზე დასწრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ დადო პირობა, რომ იქ, სადაც სააკაშვილი იქნებოდა გადაყვანილი, აქციას არ გამართავდნენ, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს, სადაც ადგილი ჰქონდა პოლიციელების შეურაცხყოფას და თავდასხმას, მათ შორის გიგი უგულავას მხრიდან, რომელიც არამხოლოდ თბილისის მერი, არამედ უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო თავის დროზე. სუბარის თქმით, პროცესის ონლაინ რეჟიმში ჩატარება საფრთხეს არ უქმნის გამჭვირვალე სასამართლო პროცესს, თუმცა უკეთესი იქნება ყველამ ნახოს მისი სახე. ამასთან, სუბარი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს გუშინ შიმშილობის კვალი არ ეტყობოდა.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი სინანულის გრძნობა, ადამიანი, რომელიც არ იძლევა სწორ ჩვენებებს, სხვათა შორის, ვერ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც შიმშილობის კვალი ეტყობა, სამაგიეროდ, ვნახეთ ადამიანი, რომელიც არის მკვეხარა, ბაქია და აცხადებს, რომ გირგვლიანის მკვლელობა არის „ფეიქი“ და მოგონილი ამბავი, რომ წამება მის პერიოდში არ ხდებოდა და ცდილობს, რომ თავის დანაშაული გადააბრალონ თანაგუნდელებს, ან ნებისმიერ სხვას. ის ვერ გაექცევა ამ ბრალს, რომელიც წარდგენილი აქვს, რადგან როცა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყვანილი იყო ჯარი, სასჯელაღსრულების სპეცრაზმი და ისეთი არაერთი ძალა, რომელზეც უფლებამოსილება არ აქვს შს მინისტრს და ვერავინ შეძლებდა ამას პრეზიდენტის გარდა, ეს გადაბრალებები ვერ უშველის, სხვათა შორის, მას პირადად ჩემთან, ჩემს კაბინეტში, სახალხო დამცველის კაბინეტში აქვს ამაზე ნათქვამი, როცა ვკითხე, რატომ გამოიყვანეს სასჯელაღსრულების სპეცრაზმი. მან თქვა, რომ გამოიყვანეს იმიტომ, რომ მათ არ ეყოთ, არ ჰქონდათ საკმარისი ძალა მიტინგის წინააღმდეგ, პირველ პირში თქვა. არადა, შეგახსენებთ, 30 მოშიმშილე ადამიანი იწვა პარლამენტის წინ, როცა მათ თავს დაესხნენ მეეზოვეების ფორმაში გადაცმული პოლიციელები. სხვათა შორის, სასჯელაღსრულების სპეცრაზმი იყო ის ძალა, რომელმაც მე, მაშინდელი სახალხო დამცველი სასტიკად მცემა,“ - განაცხადა სუბარმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში