თორნიკე რიჟვაძე - მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოიჯარეები ერთი წლის განმავლობაში საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება კერძო სექტორის, ბიზნესის მხარდაჭერა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის შესაბამის სამინისტროებთან, მთავრობასთან, ისარგებლებენ დამატებით 1 წლიანი საშეღავათო პერიოდით. ასევე, მოხდება მოიჯარეების დამატებით ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია პანდემიური ეფექტით, რომელიც როგორც ქვეყანაში, ისე გლობალურად რჩება აქტუალური“,- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

გარდა ამისა, როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი. უკვე ექსპორტირებულია 9 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 3- ჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

რეგიონში ბოლო პერიოდში გაიზარდა კორონავირუსის აცრის მსურველთა რაოდენობა. დღეის მდგომარეობით, აჭარაში ადმინისტრირებულია 240 ათასამდე დოზა, სრულად აცრილია მოსახლების 30% ზე მეტი, ხოლო სამიზნე კონტინგენტის 67%.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს