ქუთაისის მერმა EBRD-ის რეგიონულ დირექტორთან შეხვედრა გამართა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი მიიღო. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას მერის მოადგილე იუზა უგულავა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე ესწრებოდნენ. EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ქალაქის მერთან ის პირობები განიხილა, რაც ქუთაისს მომავალში „მწვანე ქალაქის“ სტატუსს მიანიჭებს.

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპირებენ ამ მხრივ გრანტების სახით კერძო სექტორში დასაქმებულ მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარონ.

„დღეს განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, რომელზე მუშაობასაც რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გეგმავს. ეს ძალიან კარგი შანსია, მით უფრო მაშინ, როდესაც ბიზნესს კოვიდ პანდემიის პირობებში უდიდესი გამოწვევა აქვს. ჩვენი პარტნიორები მზად არიან გვერდით დაგვიდგნენ რამდენიმე მიმართულებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს