ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ Investment Monitor-ის ეკონომიკური ზონების მდგრადი აღდგენის სტრატეგიების დაჯილდოებაზე აღიარება სამ კატეგორიაში მოიპოვა, ერთ-ერთ მათგანში კი მას ჟიურიმ მთავარი ჯილდო მიანიჭა. გამარჯვებულები Barcelona New Economy Week-ის ვირტუალურ დაჯილდოებაზე ოქტომბერში გამოვლინდნენ.

Investment Monitor გავლენიანი საერთაშორისო გამოცემაა. მან პროექტზე Barcelona New Economy Week-სა და Barcelona Zona Franca-სთან ერთად იმუშავა. დაჯილდოების მიზანი იყო მსოფლიო მასშტაბით შეეფასებინა ის ეკონომიკური ზონები, რომლებმაც განსაკუთრებით ეფექტიანად შეძლეს COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიასთან გამკლავება, სწორი პოლიტიკითა და რეგულაციებით შეინარჩუნეს მდგრადობა და ხელი შეუწყვეს მათ ზონებში მოქმედ ბიზნესკომპანიებს განვითარებაში.

კატეგორიები, რომლებშიც ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ მოიპოვა წარმატება

მთავარი ჯილდო მან რეაბილიტაციის პროცესში მხარდაჭერის (Aftercare Support) კატეგორიაში მიიღო. ჟიურის შეფასებით, ჰუალინგის თიზ-მა პოსტ-კოვიდურ პერიოდში კომპანიებს შესთავაზა ფინანსურად მასტიმულირებელი, სამართლებრივი, ანალიტიკური თუ საკონსულტაციო სერვისები. ასევე, სპეციალური წახალისების პროგრამები, რომლითაც მის ზონაში მოქმედ კომპანიებს ეხმარება წარმოების განვითარებაში, მენეჯმენტის ოპტიმიზაციასა და ფინანსური რესურსების მოძიებაში.

ჰუალინგის თიზ-მა მეორე ადგილი დაიკავა პანდემიის შედეგების შემამსუბუქებელი პაკეტების (Covid relief packages) კატეგორიაში. კომპანიამ თავის მოიჯარეებს ოპტიმიზირებული მექანიზმები შესთავაზა, რომელთა საშუალებითაც არსებითად შეუმსუბუქა მათ პანდემიის პერიოდში ოპერირება.

საპატიო მოხსენიება ხვდა წილად ჰუალინგის ჯგუფს და ჰუალინგის თიზ-ს მდგრადობისა და ESG-ის ანუ გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მმართველობის ეფექტურობის კატეგორიაში. ჟიურიმ აღნიშნა, რომ კომპანია მაქსიმალურად არის ორიენტირებული გარემოს მდგრად განვითარებაზე.

ეკონომიკური ზონის მდგრადი აღდგენის სტრატეგიების დაჯილდოებაში მსოფლიოს უმსხვილესი მქონე ეკონომიკური ზონები იღებდნენ მონაწილეობას. მის მთავარ გამარჯვებულად კოსტა რიკას Coyol Free Zone დასახელდა, ხოლო მეორე ადგილი პოლონეთში არსებულ Łódź Special Economic Zone-ს ხვდა წილად. სხვადასხვა ქვეკატეგორიებში დაჯილდოვდნენ, ასევე, ლიეტუვას, ლატვიის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნის ეკონომიკური ზონები. აღსანიშნავია, რომ ჰუალინგის თიზ-მა ამგვარ წარმატებას მისი ფუნქციონირების მე-5 წლისთავზე მიაღწია, მაშინ, როდესაც სხვა ზონებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სამომავლო გეგმები

ჰუალინგის თიზ-ი პანდემიის მიუხედავად ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და თამამი სამომავლო გეგმები აქვს. ბევრი შეჩერებული პროექტი უკვე განახლდა. ამასთან ერთად, თიზ-მა გააფორმა ახალი ხელშეკრულებებიც. 2022 წლიდან უკვე დაიწყება გადამამუშავებელი პროექტების განხორციელება, მათ შორის, სამშენებლო მასალების, ხისა და ავეჯის ინდუსტრიაში.

ფართოვდება თიზ-ის ტერიტორიაც. ის 22 ჰექტრით გაიზრდება და მასზე დამატებითი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. განახლებული საზღვრებითა და ინფრასტრუქტურით თიზ-ი თავის კომპანიებს 2022 წლიდან მოემსახურება.

თიზ-ში უკვე სრულდება მსხვილი საინვესტიციო პროექტიც, რომელიც წყალტუბოს 220 ვტ-იანი ქვესადგურიდან ჰუალინგის თიზ-ში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მოწყობას გულისხმობს. მისი დასრულების შემდეგ, თიზ-ი შეძლებს თავისი კომპანიები თავადვე უზრუნველყოს საწარმოო დანიშნულების ელექტროენერგიით და, რაც მთავარია, უპრეცედენტოდ დაბალ ფასად.

(R)

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს