გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში, ამ დროისთვის, 68 პედაგოგი და 220 მოსწავლეა ინფიცირებული

გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში, ამ დროისთვის, 68 პედაგოგი და 220 მოსწავლეა ინფიცირებული, - ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.

დღევანდელი მონაცემებით, სრულად დისტანციურ სწავლებაზეა ორი სკოლა და 36 ცალკეული კლასი.

„კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის გამო, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, სრულად დისტანციურ რეჟიმში გრძელდება სწავლა გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ორ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში - ოთარშენის და გორის მეორე საჯარო სკოლებში. რაც შეეხება ცალკეულ კლასებს, გეტყვით, რომ ამ დროისთვის, 17 სკოლის 36 ცალკეული კლასი განაგრძობს დისტანციურ ფორმატში სწავლას.

28 ნოემბრის მონაცემებით, ინფიცირებულია გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 68 პედაგოგი და 220 მოსწავლე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მშობლებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, არ გაუშვან ბავშვი სკოლაში, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი