ერიკ ზემური 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ფრანგი ჟურნალისტი და პუბლიცისტი ერიკ ზემური 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ზემური, ულტრამემარჯვენე და ანტიიმიგრაციული პოლიტიკით არის ცნობილი.

„ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, მეც გადავწყვიტე, ჩვენი ქვეყნის ბედი ხელში ავიღო. საფრანგეთის რეფორმირების დრო აღარ არის, ახლა საფრანგეთის გადარჩენის დროა. გადავწყვიტე კენჭი ვიყარო საპრეზიდენტო არჩევნებში. გაუმარჯოს რესპუბლიკას“, - განაცხადა მან.

ცნობილ პუბლიცისტსა და ჟურნალისტს მკვეთრად ანტიმიგრაციული და ანტიმუსლიმური განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია. ის სიძულვილის წაქეზებისთვისაც არის გასამართლებული. ბოლო გამოკითხვების მიხედვით ერიკ ზემურს დაახლოებით მოსახლეობის 15%-უჭერს მხარს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის