ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი - არსებობს მინიშნებები, რომ სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტისგან დაცულები არიან

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის, ნიცან ჰოროვიცის განცხადებით, ადრეული მინიშნებები არსებობს, რომ ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები, ან ისინი, ვისაც „ბუსტერ“ დოზა აქვთ მიღებული, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტისგან დაცულები არიან.

„უახლოეს დღეებში გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, მაგრამ უკვე არის ოპტიმიზმის საფუძველი და არის პირველადი მინიშნებები, რომ ისინი, ვინც ვაქცინირებულნი არიან ან გამაძლიერებელი დოზა აქვთ მიღებული, ამ ვარიანტისგან დაცულები იქნებიან“, - აღნიშნა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ამჟამად ვაქცინაციას ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი სამხრეთ აფრიკაში პირველად 24 ნოემბერს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა და განაცხადა, რომ . ახალ ვარიანტთან დაკავშირებული საერთო გლობალური რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება