პარლამენტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს მოუსმენენ.
ჩხენკელის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში გაიმართება.
პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზე არის ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტში კიდევ ერთ მინისტრს მოუსმენენ. 3 დეკემბერს "მინისტრის საათის" ფორმატში საქართველოს კულტურის, სპორტისა და მეცნიერების მინისტრის თეა წულუკიანის მოსმენა იგეგმება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"