რუსთავს ორი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება

რუსთავში, მე-8 მიკრო რაიონში და მე-19 და მე-18 მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სკვერების მოწყობის სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.

„მე-19 და მე-18 მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამუშაოები, მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. იქნება ძალიან ლამაზი ადგილი თითოეული რუსთაველისთვის. განახლდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 13 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. ეს სკვერი არის კარგი მაგალითი იმისა თუ რამდენად სწრაფად შეიძლება შესრულდეს ის, რაზეც ჩვენ მოსახლეობასთან ვსაუბრობდით“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის მოადგილის ბესიკ ტოგონიძის განცხადებით, გასულ წლებში ქალაქში არსებულ დიდ რეკრეაციულ სივრცეებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, დღეისათვის კი ორ უბანში მიმდინარეობს ახალი სკვერების მშენებლობის პროცესი.

,,მე-19 და მე-18 მიკრო რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ სკვერში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება, საბავშვო და სპორტული სივრცეები, ამფითეატრი, დასასვენებელი სივრცეები და რაც მთავარია დაირგვება 350-მდე ხე-მცენარე. მწვანე ნარგავები შეცვლის, გაალამაზებს და გაამწვანებს გარემოს, ასევე ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.

მე-19 და მე-18 მიკრო რაიონების მიდებარედ, სკვერის მოწყობის პროექტის ღირებულება - 1 224 439 ლარია, 1 023 753 ცენტრალური ბიუჯეტიდან, 200 686 ლარი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო..

მე-8 მ/რ #12-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება - 1 124 439 ლარია. პროექტი 231 303 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 893 136 ლარით კი ცენტრალური ბიუჯეტიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა