დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად

BDO Digital-მა ქართული კომპანიებისთვის ციფრული სიმწიფის კალკულატორი შექმნა, რომელის გამოყენებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მისი საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს ციფრული ტრანსფორმაციის რა ეტაპზე იმყოფება კომპანია და რომელი ბიზნეს ელემენტები მოითხოვენ მეტ ყურადღებას. BDO Digital-მა, ციფრული ტრანსფორმაციის ფრეიმვორქის ფარგლებში, 7 ძირითადი ბიზნეს ელემენტი გამოყო, რომელთა შეფასებითაც მოხდება კომპანიის ციფრული სიმწიფის განსაზღვრა. ეს ელემენტებია:

  1. ტექნოლოგიები
  2. მონაცემები
  3. ინფორმაციული უსაფრთხოება
  4. პროცესები
  5. კულტურა და თანამშრომლები
  6. მომხმარებელი
  7. გაყიდვის არხები

აღსანიშნავია, რომ ციფრული სიმწიფე სხვადასხვა კომპანიისთვის სხვადასხვაგვარად ფასდება. ყველა ბიზნესი ინდივიდუალურია – ზოგისთვის შეიძლება კონკრეტული ელემენტი მეტად ან ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე დანარჩენები. შესაბამისად, განსხვავებულ შედეგები კომპანიებისთვის შესაძლოა სხვადასხვა რამის მიმანიშნებელი იყოს.

BDO Digital-ი კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე პარტნიორობას სთავაზობს. მისი გუნდის წევრები მზად არიან უფრო ინდივიდუალურად შეაფასონ დაინტერესებული კომპანიების ციფრული სიმწიფე და დაეხმარონ მათ გზამკვლევის შექმნაში ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე. ციფრული სიმწიფის ტესტის გასავლელად, გადადით ბმულზე.

კომპანიების ციფრული ტრანსფორმაცია მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენდია. ამაზე მიუთითებს BDO ამერიკის კვლევა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის ბოლოსთვის, კომპანიების 56% უკვე ახდენდა ძირითადი ბიზნეს პროცესების ტრანსფორმაციას, ხოლო კიდევ 40%-ს უახლოეს 12 თვის მანძილზე ჰქონდა პროცესების გარდაქმნა დაგეგმილი. იგივეზე მიანიშნებს მსოფლიოში წამყვანი საკონსულტაციო კომპანია Gartner-ის 2021 წლის კვლევა, სადაც საუბარია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული ტრანსფორმაცია კომპანიებისთვის.

(R)

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!