ქალაქ კასპის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები ეწყობა

ქალაქ კასპში, კოსტავას ქუჩაზე წყალმომარაგება-წყალარინების, ხოლო ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხისა და ქავთარაძის ქუჩებზე წყლის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია, კოსტავას ქუჩას კი წყალარინების ცენტრალიზებული სისტემა არ გააჩნია.

„წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. პროექტი ითვალისწინებს წყალარინების სრულიად ახალი სისტემის მოწყობას, დამატებით მოეწობა საკანალიზაციო ჭები. წყალმომარაგების ძველი, ამორტიზებული მილები შეიცვლება ახლით. სამუშაოების დასრულება 2022 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო