პარლამენტმა მესამე მოსმენით ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისთვის სანქციის გამკაცრებას ითვალისწინებს

პარლამენტმა მესამე მოსმენით „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისთვის სანქციის გამკაცრებას ითვალისწინებს.

შს სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი 84 ხმით, ერთი - წინააღმდეგი მიიღეს. როგორც უწყება განმარტავს, ცვლილებების ძირითად მიზანს ნარკოგამსაღებლებთან აქტიური ბრძოლა და მათ წინააღმდეგ საკანონმდებლო მიდგომების გამკაცრება წარმოადგენს.

პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ნაცვლად მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ექვსიდან თერთმეტ წლამდე დადგენილი სანქციისა.

სანქცია იმატებს დასახელებული ნივთიერებების დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო გასაღებისთვისაც. კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში, სასჯელის შუალედი გაიზრდება შვიდიდან თოთხმეტი წლით თავისუფლებით აღკვეთიდან თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი განსაზღვრულია თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

გაიმიჯნა ფსიქოტროპულ და ძლიერმოქმედ ნივთიერებებთან მიმართებაში შეძენა/შენახვის შემადგენლობა და გასაღების მიმართულება.

შესაბამისად:

ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე;

ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე;

აღნიშნული ნივთიერების დიდი ოდენობით გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაღება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა