11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ბადრი ჯაფარიძე - დღეს „ქართული ოცნება“ დგას სწორედ კლანურად მართულ სასამართლოზე

დღეს „ქართული ოცნება“ დგას სწორედ კლანურად მართულ სასამართლოზე, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების ქმედებები ცივილიზებული სამყაროს რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება, გამონაკლისის გარეშე.

"ყველა დასავლელი პარტნიორი ეუბნება „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტეთ ეს პროცესი, ვიდრე იუსტიცის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება არ მოხდება და არ განხორციელდება სათანადო ცვლილებები არსებულ კანონმდებლობაში. მათთვის იმდენად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სასამართლოს კონტროლს, ისინი ყველას, მათ შორის ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციებს, მოთხოვნებს უგულებელყოფენ. უფრო მეტსაც გეტვით, იმაზეც წავიდნენ, რომ ქვეყანას დააკარგვინეს 75 მლნ ევრო მხოლოდ იმიტომ, რომ არ განეხორციელებინათ სასამართლო რეფორმა“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი საქართველოს პარტნიორების მოწოდებებს უგულებელყოფს.

„უპრეცედენტო რამ მოხდა, ევროკავშირის დელეგაციამ დემონსტრაციულად უარი უთხრა „ქართულ ოცნებას“ მოსამართლეების კანდიდატურების განხილვის პროცესში მონაწილეობაზე იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ თავხედურად მოიქცა და გამოვიდა შარლ მიშელის დოკუმენტიდან, დაარღვია ყველა ის ვალდებულება, რომელიც დაკავშირებული იყო სასამართლოს რეფორმასთან“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო