გორის მერია - გორში, კვერნაქის დასახლებაში, რაზმაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

გორში, კვერნაქის დასახლებაში, რაზმაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროექტის მიხედვით, 914 მეტრი სიგრძის გზა მოეწყობა.

„ასფალტ - ბეტონის საფარით დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის, ეზოებში შესასვლელებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია.

პროექტი გარდამავალია, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს. სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.

რაზმაძის ქუჩის საგზაო ნაწილი ინტენსიური ცვეთისა და ნალექების წყლის დინების შედეგად, დაზიანებული იყო და ვერ უზრუნველყოფდა როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით მოსიარულეთა ნორმალურ, უსაფრთხო გადაადგილებას.

ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე გამოიცვალა სასმელი წყლის სიტემაც, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს