ხათუნა სამნიძე - რთულია სერიოზულად აღვიქვათ ბატონი მინისტრის გამოსვლა განსაკუთრებით იმ სიტყვების შემდეგ, როცა ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა

რთულია სერიოზულად აღვიქვათ ბატონი მინისტრის გამოსვლა განსაკუთრებით იმ სიტყვების შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა - ამ ფრაზისვე დარად მოვისმინეთ მისი განცხადებები, როგორი მაღალი ტექნოლოგიების შესაფერისი განათლების სისტემა გვაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ხათუნა სამნიძემ მოსწავლეების ინტერნეტთან ხელმისაწვდომობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემის მიუხედავად ბიუჯეტში ინტერნეტიზაციის ხარჯები 22 მლნ-ით მცირდება.

„როგორი მაღალი ტექნოლოგიების შესაფერისი განათლების სისტემა გვაქვს, როგორ გახდება ზოგადი განათლებს ბიუჯეტი 2030 წელს 2 მლრდი, როგორი ევროპული სტანდარტისაა ციფრული დუალური სწავლება - ასეთი ფრაზები მოვისმინეთ მაშინ, როდესაც ვიცით, რა დონეზე არიან ჩვენი მოსწავლეები განათლების დონით; მაშინ, როდესაც პანდემიის ფონზე პირველი, რაც იხურებოდა ეს იყო საგანმანათლებლო დაწესებულებები. წლევანდელი ბიუჯეტის ცვლილებაში 22 მლნ აკლდება ინტერნეტიზაციის ხარჯებს, მაშინ, როდესაც კარგად იცით, ბატონო მინისტრო, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ოჯახს არ აქვს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, რომ ონლაინ გაკვეთილებით განათლება მიიღოს.

ორი მიმართულებით მაქვს შეკითხვა - როგორ ხედავთ იმას, რომ ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა არ იყოს პრობლემა. კონკრეტულად რა არის დაგეგმილი. რაიონების ჩამოთვლით და ასევე პროფესიულ განათლებაზე რომ თქვათ, რა არის სსტატისტიკა დასაქმების“,- განაცხადა სამნიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა