აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის მორიგი გასვლითი სხდომა ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში მოქმედი შპს "კერკის" შენობაში გაიმართა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სხდომაზე „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორი, გოჩა ბერიძე წარსდგა.

მისი განცხადებით, უწყების ბიუჯეტი 4, 9 მილიონ ლარზე მეტია და სამომავლოდ, პროგრამების ბიუჯეტის გაზრდაა დაგეგმილი.

„მომხსენებელმა, კანონმდებლებთან, ასევე ისაუბრა ციტრუსოვანთა ნაყოფის დამზადებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა მიმდინარეობის შესახებ და უპასუხა მათ შეკითხვებს. სხდომაზე, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, მირიან ქათამიძე და ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე ესწრებოდნენ, გოჩა ბერიძის მიერ წარმოდგენილი ორივე ინფორმაცია კომიტეტმა ცნობად მიიღო. სხდომის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა “შპს კერკი”- დაათვალიერეს. საწარმო სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის (CNFA საქართველო), ევროკავშირის (ENPARD / ქედა ლიდერი), აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ინვესტიციის სრული მოცულობა 700 000 აშშ დოლარია. ტესტირების ეტაპზე აქ 20 ადამიანია დასაქმებული, ხოლო წარმოების პროცესის დაწყების შემდეგ არანაკლებ 35 ადამიანი დასაქმდება. „კერკი“ ჩირის, ტყლაპის, ცუკატის, თხილეულისა და ჩურჩხელის წარმოებას გეგმავს. პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2021 წლის შემოდგომაზე, ხოლო ექსპორტზე 2022 წლის სექტემბრიდან გავა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო