ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედმა შემადგენლობამ ბოლო სხდომა გამართა, რომელზეც სხვადასხვა საკითხთან ერთად, დეპუტატებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი განიხილეს და დაამტკიცეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 29 151 800 ლარით განისაზღვრა. სოციალური მიმართულებით დაფინანსებამ 2022 წელს 3 800 000 ლარი შეადგინა, ხოლო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 6 000 000 ლარი გამოიყო.

მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას მომავალ წელს 29 151 800 ლარი მოხმარდება. ვთვლი, რომ 2022 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურადაა ასახული მოქალაქეების ინტერესები და საჭიროებები. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სოციალური პროგრამები პრიორიტეტულია, ამიტომ ამ მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტში 3 800 000 ლარია გათვალისწინებული. 2022 წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, ინფრატრუქტურის მოწესრიგებისთვის მომავალი წლისთვის 6 000 000 ლარი გამოიყო. ვიმედოვნებ, რომ 2022 წელი ბოლნისისთვის არაერთი წარმატების მომტანი იქნება. ჩვენ კი მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო