ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გამართულ შეხვედრას დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გამართულ შეხვედრას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16- დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა და მას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თავშესაფრის დირექტორმა ლამარა შაყულაშვილმა სტუმრებს სამუშაო სპეციფიკა და სამომავლო გეგმები გააცნო. მარეკ შჩიგელმა მადლიერება გამოხატა გორის ქალთა თავშესაფრისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიმართ გაწეული საქმიანობისთვის.

ქალთა უფლებების დაცვა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს