ბათუმში, შტორმის შედეგად ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა

ბათუმში, შტორმის შედეგად ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ადგილზე შპს "სანდასუფთავების" თანამშრომლები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

"უამინდობამ და ძლიერმა შტორმმა, ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღორღით დაფარა. ძლიერი ღელვის შედეგად სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

"აკვაპარკი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია შპს “სანდასუფთავების” სამსახურის თანამშრომლები, რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფები.

სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები ამინდის შესაბამისად გაგრძელდება",- აცხადებენ უწყებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო