არჩილ ჩიქოვანი - ბათუმში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება

არჩილ ჩიქოვანი - ბათუმში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება

ბათუმში, სანაპირო ზოლზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები.

„უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად, ახალ ბულვარში დაზიანდა სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი. 24 - საათიან რეჟიმში იმუშავებს მუნიციპალური სამსახურები, ადგილზეა როგორც სანდასუფთავების, ასევე ბათუმის წყლის სპეცტექნიკა და თანამშრომლები. განვაგრძობთ მონიტორინგს ბულვარის ადმინისტრაციასთან ერთად. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ „ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფები. სანიაღვრე წყლების დროულად გადინების მიზნით იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები. საჭიროების შემთხვევაში, გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. პარალელურად, ხორციელდება შტორმისგან დანაგვიანებული სანაპიროს დასუფთავება. სამუშაოებში ჩართულია "სანდასუფთავების" სამსახურის სპეცტექნიკაც“, - განაცხადა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა.