გიგი წერეთელი - ხელისუფლება ასე მოქმედებას გააგრძელებს თუ არ ეცოდინება, რომ ამ ყველაფრის გამო მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს

ხელისუფლება ასე მოქმედებას გააგრძელებს თუ არ ეცოდინება, რომ ამ ყველაფრის გამო მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს , - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ირაკლი კობახიძის განცხადებას საარჩევნო ბარიერის დაწევის პირობაზე.

გიგი წერეთლის თქმით, ეს ფასი იქნება ის, როცა პირობის დარღვევის სანაცვლოდ მიიღებენ მასშტაბურ პროტესტს და მარტო დარჩებიან პარლამენტში.

„ის, რომ "ქართული ოცნება" ყველა პირობას არღვევს და ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, არ იქნება გასაკვირი არც მოსამართლეების დამტკიცება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან წინააღმდეგები არიან. არც ის განცხადებები, რომლებიც ახლახანს მოვისმინეთ, აროგანტული და თვითდაჯერებული იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვიღაც კარგად მოიქცევა იქნება ეს ბარიერი თუ არა სხვანაირად, ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება თუ ხელისუფლებას არ ეცოდინება, რომ ის სერიოზულ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, თუ ასე არ იქნება, ის აუცილებლად გააგრძელებს ასე მოქმედებას. ეს ფასი ალბათ იქნება ის, რომ კონკრეტულ მომენტში თუ კი ისინი კვლავ დაარღვევენ პირობას პროპორციულ არჩევნებთან და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მიიღებენ მასშტაბურ პროტესტს და მარტო დარჩებიან პარლამენტში, ეს იქნება ის მტკივნეული მომენტი, როდესაც დაფიქრდებიან ღირს თუ არა ასე გაგრძელება", - განაცხადა წერეთელმა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს