კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ პუბლიკაციების „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ და „იავნანა ლილისთვის“ - პრეზენტაციები 2-3 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში გაიმართება

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ პუბლიკაციების „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ და „იავნანა ლილისთვის“ - პრეზენტაციები 2-3 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში გაიმართება.

2 დეკემბერს, 12:00 საათზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ორივე პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას დაესწრებიან პატარები მამებთან ერთად. მამებსა და შვილებისთვის წიგნებს წარადგენენ ავტორები დათო გორგილაძე და ალექსანდრე ლორთქიფანიძე. ასევე, ბავშვები და მამები მონაწილეობას მიიღებენ ვორქშოპში, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის, ილუსტრატორმა თათია ნადარეიშვილმა მოამზადა.

3 დეკემბერს, 12:00 საათზე, პუბლიკაციები და ვორქშოფი ახალქალაქის ბიბლიოთეკაში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიებებით კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ეხმიანება 16-დღიან გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.

„წიგნების მიზანია, ხაზი გაუსვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა შვილების აღზრდაში და საოჯახო საქმეებში, ქალთა, ბავშვთა, ოჯახების და ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ნამდვილი გენდერული თანასწორობის მისაღწევად. მონაცემები გენდერული ურთიერთობების შესახებ, გვიჩვენებს, რომ ტრადიციული გენდერული როლების ირგვლივ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით კაცებს თანაბრად გაინაწილონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ.

სომხურ ენაზე პუბლიკაციები მომზადდა პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩვისას და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და მამაკაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ საბავშვო პუბლიკაციები „ლუნა და ციცინათელების პლანეტა” და „იავნანა ლილისთვის“, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სომხურ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა “პალიტრა L”-ის მიერ გამოიცა.

წიგნის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა” ტექსტის ავტორი მწერალი დავით გორგილაძეა, ილუსტრაციები თათია ნადარეიშვილს ეკუთვნის. „იავნანა ლილისთვის“ მწერალმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ დაწერა, მისთვის ილუსტრაციები კი ილუსტრატორმა სოფო კირთაძემ შექმნა. წიგნები სომხურ ენაზე ასია დარაბიანმა გადათარგმნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა