ფურცელაძის N16-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ფურცელაძის N16–ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაასრულა. განხორციელებული სამუშაოების შედეგს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, არა მარტო შენობა რეაბილიტირდა, არამედ გარემონტდა საცხოვრებელი ფართებიც.

„ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც იყო ავარიულ მდგომარეობაში, ფაქტობრივად, დანგრეული. რეაბილიტაციის დროს ჩამოინგრა, ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო. რეაბილიტაციის შედეგად შენობა მთლიანად განახლდა, აღდგა ჩამონგრეული ნაწილიც. ამ პროექტის ფარგლებში, არა მარტო რეაბილიტირებული შენობა, არამედ გარემონტებული ბინები დაუბრუნდა იქ მცხოვრებლებს. ოთხი ოჯახი უკვე შესახლებულია და ცხოვრობს. ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი პროექტი განხორციელდა. ზოგადად, ორბელიანის მოედანი განახლებული და მოწესრიგებულია, ახლა ამ ყველაფერს ჭირდება მოვლა-პატრონობა. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ პროგრამის ფარგლებში ძველ თბილისში სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მომდევნო წლებში საკმაოდ საინტერესო პროექტების განხორციელება იგეგმება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის წესების დაცვით, ავარიული შენობის ორივე ბლოკი დაიშალა და ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა. შეიცვალა სახურავი, გამოიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელი, წყალარინების, წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების და გაზმომარაგების სისტემა, მოეწყო ახალი კარ–ფანჯარა.

ისტორიული შენობის ფასადის ერთი ნაწილი შენარჩუნდა და აღდგა პირვანდელი სახით, ასევე, განხორციელდა შიდა ფართების სარემონტო, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

დედაქალაქის მერთან ერთად ფურცელაძის N16-ში იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ლევან ჯღარკავა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ზურაბ აბაშიძე.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ფურცელაძის N16-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ფურცელაძის N16–ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაასრულა. განხორციელებული სამუშაოების შედეგს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, არა მარტო შენობა რეაბილიტირდა, არამედ გარემონტდა საცხოვრებელი ფართებიც.

„ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც იყო ავარიულ მდგომარეობაში, ფაქტობრივად, დანგრეული. რეაბილიტაციის დროს ჩამოინგრა, ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო. რეაბილიტაციის შედეგად შენობა მთლიანად განახლდა, აღდგა ჩამონგრეული ნაწილიც. ამ პროექტის ფარგლებში, არა მარტო რეაბილიტირებული შენობა, არამედ გარემონტებული ბინები დაუბრუნდა იქ მცხოვრებლებს. ოთხი ოჯახი უკვე შესახლებულია და ცხოვრობს. ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი პროექტი განხორციელდა. ზოგადად, ორბელიანის მოედანი განახლებული და მოწესრიგებულია, ახლა ამ ყველაფერს ჭირდება მოვლა-პატრონობა. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ პროგრამის ფარგლებში ძველ თბილისში სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მომდევნო წლებში საკმაოდ საინტერესო პროექტების განხორციელება იგეგმება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის წესების დაცვით, ავარიული შენობის ორივე ბლოკი დაიშალა და ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა. შეიცვალა სახურავი, გამოიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელი, წყალარინების, წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების და გაზმომარაგების სისტემა, მოეწყო ახალი კარ–ფანჯარა.

ისტორიული შენობის ფასადის ერთი ნაწილი შენარჩუნდა და აღდგა პირვანდელი სახით, ასევე, განხორციელდა შიდა ფართების სარემონტო, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

დედაქალაქის მერთან ერთად ფურცელაძის N16-ში იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ლევან ჯღარკავა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ზურაბ აბაშიძე.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი