ნათია თურნავა - ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად, ძლიერი გარანტიაა, რომ ჩვენი ხმა ყოველთვის იქნება გაგონილი ამ ორგანიზაციაში

ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მეორე ვადით მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა. ვულოცავ მას და მთლიანად საქართველოს ამ წარმატებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მადრიდში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს, ასამბლეის 24-ე სესიაზე 2021-2025 წლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით დაამტკიცეს. კენჭისყრისას მას ასამბლეის წევრმა 85-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 26.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრობა, რადგან საუბარია ტურიზმზე, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგია. ამასთან, ჩვენთვის განსაკუთრებით საპატიოა, რომ ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვისაც არის ძლიერი გარანტია, რომ ჩვენი ხმა ყოველთვის იქნება გაგონილი ამ ორგანიზაციაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 24-ე სესიას 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ასამბლეაზე საქართველოს ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ქვეყნად დაამტკიცებენ 2021-2025 წლების პერიოდისთვის. ამავე ღონისძიების ფარგლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 115-ე სესია გაიმართება, რომელსაც საქართველო პირველად დაესწრება.

საქართველოდან სესიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, ასევე ესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, ხელმძღვანელის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ყორიაული.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ნათია თურნავა - ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად, ძლიერი გარანტიაა, რომ ჩვენი ხმა ყოველთვის იქნება გაგონილი ამ ორგანიზაციაში

ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მეორე ვადით მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა. ვულოცავ მას და მთლიანად საქართველოს ამ წარმატებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მადრიდში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს, ასამბლეის 24-ე სესიაზე 2021-2025 წლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით დაამტკიცეს. კენჭისყრისას მას ასამბლეის წევრმა 85-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 26.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრობა, რადგან საუბარია ტურიზმზე, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგია. ამასთან, ჩვენთვის განსაკუთრებით საპატიოა, რომ ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვისაც არის ძლიერი გარანტია, რომ ჩვენი ხმა ყოველთვის იქნება გაგონილი ამ ორგანიზაციაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 24-ე სესიას 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ასამბლეაზე საქართველოს ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ქვეყნად დაამტკიცებენ 2021-2025 წლების პერიოდისთვის. ამავე ღონისძიების ფარგლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 115-ე სესია გაიმართება, რომელსაც საქართველო პირველად დაესწრება.

საქართველოდან სესიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, ასევე ესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, ხელმძღვანელის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ყორიაული.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა