გიორგი ბარამიძე - პრეზიდენტს, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა, ედავებიან, თითქოს რაღაც გაფლანგა - აბრალებდნენ, რომ მილიარდები მოიპარა, ეძებეს, ეძებეს და ვერაფერი აღმოაჩინეს

მიხეილ სააკაშვილს ედავებიან, თითქოს რაღაც გაფლანგა იმ ვითარებაში, როდესაც მან შექმნა ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც რეალურად არ არსებობდა - აბრალებდნენ, რომ მილიარდები მოიპარა. ეძებეს, ეძებეს და ვერაფერი აღმოაჩინეს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

როგორც გიორგი ბარამიძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ყველა ის სახელმწიფო ინსტიტუტი, „რომელსაც ასე ინტენსიურად და თავგამოდებით, მიზანმიმართულად ანგრევს ბიძინა ივანიშვილი“.

„აქ ვართ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები. მისდამი სოლიდარობის გამოსახატად მოვედით. როგორც ყოველთვის, მშვიდობიანად და არაძალადობრივად გავაპროტესტებთ ამ რეჟიმის უკანონო ქმედებას! ამ რეჟიმის მიერ სამარცხვინო და დანაშაულებრივ ქმედებას, როდესაც მას დატყვევებული ჰყავს პუტინის პირადი პატიმარი, ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი ადამიანი - პრეზიდენტი, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა.

მას ახლა ედავებიან, თითქოს, რაღაც გაფლანგა იმ ვითარებაში, როდესაც მან შექმნა ქვეყნის ბიუჯეტიც, რომელიც რეალურად არ არსებობდა. მან შექმნა ყველა ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს და ასე ინტენსიურად, თავგამოდებით, მიზანმიმართულად ანგრევს ბიძინა ივანიშვილი.

აბრალებდნენ, რომ მილიარდები მოიპარა. ეძებეს, ეძებეს და ვერაფერი აღმოაჩინეს. ახლა უნდათ, რაღაც მიედავონ. ედავებიან ზუსტად იგივეს, რა ხარჯებიც აქვს გაწეული ბიძინა ივანიშილს, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო, ასევე შემდეგ ყველა სხვა სახელმწიფო პირველ პირს, თუ პრემიერებს ივანიშვილის დროს. მათი ხარჯები გასაიდუმლოებულია. ივანიშვილის ჯიბის პროკურატურა ამით არ დაინტერესდება. მიხეილ სააკაშვილს უნდა მოედავონ იმაზე, რაზეც არცერთ სახელმწიფოში არავის, არა თუ არ ედავებიან, არამედ პირქით, უზრუნველყოფენ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მან თავისი როლი და ფუნქცია შეასრულოს ქვეყნის და საზოგადოების სამსახურის კარგად გაწევით“, - აღნიშნავს ბარამიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა აქციის მიმდინარეობისას დაპირისპირებას, რასაც ადგილი ჰქონდა წინა საპროტესტო აქციაზე, გიორგი ბარამიძე ასე პასუხობს: „ეს უნდა ჰკითხოთ ამ პოლიციელებს, დღესაც თუ ისე ველურად მოიქცევიან, როგორც წინა აქციის დროს“.

„ოპერატორები რომლებიც ღობეზე აძვრნენ, რათა კარგად გადაიღონ, უნდა ჩამოაგდონ?! ფეხებში უნდა წვდნენ და კისერი მოტეხონ?! ვიხილეთ, როგორ კრავდა ხელს ნიღბიანი პოლიციელი მოქალაქეს! ვიხილეთ, როგორ ათრევდნენ ღობიდან ოპერატორებს კინწისკვრით! კისერი კინაღამ მოტეხეს, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი არ ეყოთ. რას დაარღვევს ოპერატორი თუ ღობეზე დადგება და გადაიღებს?! “- აღნიშნავს ბარამიძე.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს