ნიკა გვარამია - პროკურორს დაუსრულებლად რომ ესაუბრა ბოტოქსზე, სამართლებრივი და პოლიტიზაციის კუთხით პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ საუბრობს საქმესთან დაუკავშირებელ, შეფასებით კატეგორიებზე

ბატონ მუჯირს დაუსრულებლად რომ ესაუბრა ბოტოქსზე, არავითარი სამართლებრივი და პოლიტიზაციის კუთხით პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ საუბრობს საქმესთან დაუკავშირებელ, შეფასებით კატეგორიებზე, რომლის მიზანიც არის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური და მორალური შეფასება,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე მას შემდეგ განაცხადა, რაც სხდომაზე საქმესთან დაკავშირებით პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადების ჩანაწერი ჩართო.

გვარამიას თქმით, გიორგი მუჯირმა თავადაც არ დამალა, რომ მისი განცხადება საჭირო იყო დანაშაულის სრული აღქმის სიმძაფრის გასაძლიერებლად.

„რა კავშირშია ბრალდებასთან კონტრასტის შექმნა და ჰიპერბოლიზაცია, არა თარიღით, არამედ მოვლენის აღწერით. დავუშვათ, მიხეილ სააკაშვილს რომც ჰქონდეს ეს დანაშაული ჩადენილი, მისი ბრალის გამძაფრება და მორალურ სამსაჯავროზე გაყვანა, პროკურატურის საქმე არ არის. მეტიც, მსჯავრდებულიც რომ იყოს ამ საქმეზე, ამაზე საუბარი არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს არის მის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დამოკიდებულება და მის მიმართ მორალური შეფასებების კეთება, რაც ეწინააღმდეგება ბრალდებულისა და მსჯავრდებულის ყველა უფლებას, რომ დაცული იყოს მისი ღირსება ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორების გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა მას შემდეგ გააჟღერა, რაც სხდომაზე პროკურორის განცხადების ჩანაწერი ჩართო.

რაც შეეხება თავად პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებას, რომელიც გვარამიამ სხდომაზე ჩართო, პროკურორი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საუბრობს.

„2011 წლის 26 მაისს, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება უამრავმა ადამიანმა მიიღო, მესამე დღეს სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ბრუნდება ევროპაში და იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს. ასევე ფაქტია, რომ როდესაც ორთაჭალაში წყალდიდობა მოხდა და 5 ადამიანი ემსხვერპლა, მომდევნო დღეს სააკაშვილი მიდის საზღვარგარეთ და იღებს ფუფუნების საგნებსა და მომსახურებას, რაც ამ 9 მლნ ლარში მრავლადაა წარმოდგენილი", - ამბობს ჩანაწერში პროკურორი.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ნიკა გვარამია - პროკურორს დაუსრულებლად რომ ესაუბრა ბოტოქსზე, სამართლებრივი და პოლიტიზაციის კუთხით პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ საუბრობს საქმესთან დაუკავშირებელ, შეფასებით კატეგორიებზე

ბატონ მუჯირს დაუსრულებლად რომ ესაუბრა ბოტოქსზე, არავითარი სამართლებრივი და პოლიტიზაციის კუთხით პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ საუბრობს საქმესთან დაუკავშირებელ, შეფასებით კატეგორიებზე, რომლის მიზანიც არის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური და მორალური შეფასება,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე მას შემდეგ განაცხადა, რაც სხდომაზე საქმესთან დაკავშირებით პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადების ჩანაწერი ჩართო.

გვარამიას თქმით, გიორგი მუჯირმა თავადაც არ დამალა, რომ მისი განცხადება საჭირო იყო დანაშაულის სრული აღქმის სიმძაფრის გასაძლიერებლად.

„რა კავშირშია ბრალდებასთან კონტრასტის შექმნა და ჰიპერბოლიზაცია, არა თარიღით, არამედ მოვლენის აღწერით. დავუშვათ, მიხეილ სააკაშვილს რომც ჰქონდეს ეს დანაშაული ჩადენილი, მისი ბრალის გამძაფრება და მორალურ სამსაჯავროზე გაყვანა, პროკურატურის საქმე არ არის. მეტიც, მსჯავრდებულიც რომ იყოს ამ საქმეზე, ამაზე საუბარი არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს არის მის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დამოკიდებულება და მის მიმართ მორალური შეფასებების კეთება, რაც ეწინააღმდეგება ბრალდებულისა და მსჯავრდებულის ყველა უფლებას, რომ დაცული იყოს მისი ღირსება ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორების გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა მას შემდეგ გააჟღერა, რაც სხდომაზე პროკურორის განცხადების ჩანაწერი ჩართო.

რაც შეეხება თავად პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებას, რომელიც გვარამიამ სხდომაზე ჩართო, პროკურორი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საუბრობს.

„2011 წლის 26 მაისს, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება უამრავმა ადამიანმა მიიღო, მესამე დღეს სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ბრუნდება ევროპაში და იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს. ასევე ფაქტია, რომ როდესაც ორთაჭალაში წყალდიდობა მოხდა და 5 ადამიანი ემსხვერპლა, მომდევნო დღეს სააკაშვილი მიდის საზღვარგარეთ და იღებს ფუფუნების საგნებსა და მომსახურებას, რაც ამ 9 მლნ ლარში მრავლადაა წარმოდგენილი", - ამბობს ჩანაწერში პროკურორი.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა