გორში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მშვიდობის გამზირზე მოძრავი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

დაშავებული 50 წლამდე ასაკის ქალი კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ ,,გორმედის“ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში განუცხადეს, პაციენტი პოლიტრავმითაა შეყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა და ესაჭიროება გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მძღოლი იდენტიფიცირებულია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო