გიორგი ტყემალაძემ მეექვსე მოწვევის საკრებულოს მუშაობა შეაჯამა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მეექვსე მოწვევის საკრებულოს მუშაობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ წარმომადგენლობითმა ორგანომ ამ ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. საკრებულოს ინფორმაციით, გიორგი ტყემალაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე, „რომელიც სწორედ მეექვსე მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა და დედაქალაქის უპრეცედენტოდ მაღალ ბიუჯეტზე“.

„მეექვსე მოწვევის საკრებულომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. რა თქმა უნდა, გამოვყოფდი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას, რომელმაც განაპირობა თბილისის სწორი ურბანული გრძელვადიანი განვითარება და სხვა თანმდევი გადაწყვეტილებები, რომლებიც გენერალურ გეგმასთან ერთად იქნა მიღებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებით ქალაქში ქაოტური მშენებლობა დასრულდა.

აუცილებლად გამოვყოფდი დედაქალაქის უპრეცედენტოდ მაღალ ბიუჯეტს, რამაც ჩვენ შესაძლებლობა მოგვცა, რომ კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე, უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განგვეხორციელებინა. ასევე, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ახალი პროექტები და სოციალური პროგრამები,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილებები ერთობლიობაში კარგად აისახება თბილისზე. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს გაწეული სამუშაოსთვის.

„დარწმუნებულები ვარ, რომ იმ გამოცდილებით, რომელიც თბილისის მთავრობასთან ერთად დაგვიგროვდა კონკრეტული განხორციელებული პროექტებით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუსტად ვიცით რა გვინდა, რას ვაპირებთ, რა პრიორიტეტები გვაქვს იმ მიმართულებით, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის საჭიროა.

მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს დიდი შრომისთვის, რომელიც მათ ამ პერიოდის განმავლობაში გაწიეს. იმათ ვინც სხვადასხვა პოზიციებზე აგრძელებენ მუშაობას, წარმატებას ვუსურვებ,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დასძინა, რომ ახალი მოწვევის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენელთა რაოდენობა იზრდება. მისი თქმით, ეს კიდევ უფრო მეტწილად განაპირობებს თანამშრომლობის აუცილებლობას.

„ჩვენ ამისთვის მზად ვართ და იმედი გვაქვს, რომ მათი მხრიდანაც იქნება კონსტრუქციული, საქმეზე ორიენტირებული თანამშრომლობის სურვილი.“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეგახსნეებთ, რომ დღეს მეექვსე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს