კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, რონდელის ცენტრის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

- ბატონო კახა, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმის მიმდინარეობის ფონზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ასოცირებული ტრიოს ქვეყნების - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებს უმასპინძლა.

ფორუმის მიმდინარეობის თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით. შარლ მიშელთან ასოცირებული ქვეყნების ტრიოს შეხვედრაზე მასპინძლისა და ჩვენი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ბევრი განცხადებები გაკეთდა.

რა შედეგებით დასრულდა ტრიოს შეხვედრა და რა გზავნილი მიიღო თბილისმა ბრიუსელისაგან?

- ტრიოს ფორმატში უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს თანამშრომლობა დაიწყო 2021 წლის მაისში ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი მემორანდუმით, რომელიც გულისხმობს სამი ქვეყნის გაერთიანებასა და მჭიდრო კოორდინაციას ევროპული ინტეგრაციის საკითხებში.

ტრიოს იდეა ეკუთვნის ანდრიუს კუბულიუს, ევროპარლამენტის ლიტველ წევრსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეს. 2017 წლიდან დაწყებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ქვეყნის უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებები ცდილობდნენ ევროპული ინტეგრაციის საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობას და სამივე ქვეყნის მთავრობების ყურადღების ფოკუსირებას.

2019 წელს სამოქალაქო საზოგადოებების პლატფორმებმა გააფორმეს კიდევაც ერთმანეთთან ასეთი შეთანხმება, რომელსაც მემორანდუმი ერქვა. მასში საუბარი იყო სამოქალაქო საზოგადოებებს შორის კოორდინაციაზე იმისთვის, რომ მთავრობებს გაუჩინონ სტიმული ერთმანეთთან თანამშრომლობის. შეიძლება ითქვას, რომ ევროპული ინტეგრაციის საკითხებში ამ სამი ქვეყნის კოორდინაციის იდეა უფრო არასამთავრობო სექტორიდან მოდის.

კარგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების არა ერთი მცდელობა ამ სამი ქვენებს შორის თანამშრომლობა დამკვიდრებულიყო, მთავრობებმა გაიზიარეს და როგორც მოგახსენეთ 2019 წელს ჯერ მომზადდა საგარეო საქმეთა მინისტრების მემორანდუმი, შემდეგ კი 2021 წლის ივლისში გაიმართა ე.წ. ბათუმის სამიტი, სადაც ერთმანეთს სამივე ქვეყნის პრეზიდენტი შეხვედრა, რომელზეც ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას.

დეკლარაცია პრაქტიკულად იმეორებს მემორანდუმის სულისკვეთებას, მაგრამ ცოტა უფრო ფართოდ ეხება თანამშრომლობის მიმართულებებს, მათ შორის თანამშრომლობას ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ, უსაფრთხოების გამოწვევებს, ამ ქვეყნებს შორის კომუნიკაციის სფეროებსა და ვაჭრობაში თანამშრომლობას და რა თქმა უნდა, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. სხვადასხვა მიმართულების სექტორულ თანამშრომლობას.

მოკლედ, საუბარია იმაზე, რომ არა მარტო ამ ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ ევროპული ინტეგრაციის გასაღრმავებლად არამედ ერთმანეთს შეუწყო ხელი ამ პროცესში.

ტრიოს ევროპასთან ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში მთავარი იყო აღიარებდა თუ არა ევროკავშირი ამ სამი ქვეყნის თანამშრომლობის ამ ფორმატს და შეუწყობს თუა არა იგი ხელს ამ ფორმატის განვითარებას.

ტრიოს ევროპასთან ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში მთავარი იყო აღიარებდა თუ არა ევროკავშირი ამ სამი ქვეყნის თანამშრომლობის ამ ფორმატს და შეუწყობს თუა არა იგი ხელს ამ ფორმატის განვითარებას

ამაზე პირველი რეაქცია იყო ის, რომ შარლ მიშელი ბათუმში დაესწრო სამი ქვეყანას შორის დეკლარაციის ხელმოწერას, რითაც მან პრაქტიკულად გამოხატა თავისი დადებითი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ევროკავშირს უკრაინა, მოლდოვა, საქართველოს ტრიოსთან დაკავშირებით იმაზე, რომ იგი ხელს შეუწყობდა ცალკე ამ პროცესს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

ევროკავშირს უკრაინა, მოლდოვა, საქართველოს ტრიოსთან დაკავშირებით იმაზე, რომ იგი ხელს შეუწყობდა ცალკე ამ პროცესს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია

ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია იყო, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსივე ქვეყანა ერთნაირად უნდა ყოფილიყო ამ პროცესში. რაც შეეხება მრავალმხრივ ფორმატს, ექვსივე ქვეყანამ უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან. ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირთან ორმხრივ რეჟიმში აძლიერებენ თავის თანამშრომლობას, მაგრამ ევროკავშირის პოზიცია არ ყოფილა ისეთი რომ სამ ასოცირებულ ქვეყანას ცალკე შეექმნათ ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატი და ევროკავშირს მათთვის ცალკე მეტი ყურადღება დაეთმო. აქამდე ასე იყო.

ამიტომ, ამ სამი ქვეყნის მნიშვნელოვანი ამოცანა სწორედ ის იყო, რომ დააინტერესოს ევროკავშირი ამ სამი ქვეყნის ფორმატით და ამ ფორმატში და ასევე სამმხრივ ფორმატების საშუალებით დაამყაროს ევროკავშირთან ინსტიტუციური ურთიერთობები, შეიმუშაოს დახმარების პროგრამები, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა შეხვედრებში და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ეს ფორმატი რა თქმა უნდა, უფრო გაძლიერდება.

- არჩევნებამდე საქართველოს მმართველი გუნდის განცხადებები ევროპარლამენტის, ევროკავშირის რეკომენდაციების, მათ შორის მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლისა და ამ დოკუმენტზე საჯაროდ გამოთქმულმა მოსაზრებებმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაში საკმაოდ რთული ფონი შექმნა.

ევროკავშირთან ხელისუფლების ურთიერთობების თემაზე თქვენ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეთ - „ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების მიმართ ხელისუფლების მოქმედება აშკარად სარისკო ქცევა და სახიფათო თამაშია“.

მას შემდეგ რაც არჩევნები დასრულდა რა უნდა ვიფიქროთ - ხელისუფლება ევროსტრუქტურებთან ურთიერთობების დალაგებასა და გამოსწორებას ცდილობს, თუ რასთან გვაქვს საქმე?

- პრინციპში, ყველასთვის ნათელია, ის სახიფათო თამაში, რაც მე არჩევნებამდე ვახსენე და რასაც არჩევნებამდე ხელისუფლების მხრიდან ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან დაკავშირებით ჰქონდა, ახლაც გრძელდება.

ყველასთვის ნათელია, ის სახიფათო თამაში, რაც მე არჩევნებამდე ვახსენე და რასაც არჩევნებამდე ხელისუფლების მხრიდან ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან დაკავშირებით ჰქონდა, ახლაც გრძელდება

მეორე მხრივ, კეთდება განცხადებები, რომ ევროპასთან გაღრმავდეს ურთიერთობები და თანამშრომლობა ყველა იმ ფორმატებში, რომელიც ევროპასთან არსებობს. ეს ეხება ასევე ტრიოს ფორმატს, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციისთვის არის შექმნილი. ეს განცხადებები და მცდელობები თითქოს სახეზეა, მაგრამ ასევე სახეზეა წინააღმდეგობები გარკვეული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

სწორედ ამიტომ იყო, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო ფორუმზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს ბრიუსელში, ამ ფორუმის გახსნაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ახსენა საქართველო სწორედ იმ კონტექსტში, რომ საქართველოში საჭიროა რეფორმების გაგრძელება და გაღრმავება.

შარლ მიშელმა საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებებით ძალიან დიპლომატიურად მიუთითა იმაზე, რომ ევროკავშირი აღარ არის კმაყოფილი საქართველოში რეფორმების განხორციელების იმ ტემპით და სიღრმით, რომელიც საქართველოშია.

შარლ მიშელმა საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებებით ძალიან დიპლომატიურად მიუთითა იმაზე, რომ ევროკავშირი აღარ არის კმაყოფილი საქართველოში რეფორმების განხორციელების იმ ტემპით და სიღრმით, რომელიც საქართველოშია

- ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, კერძოდ, ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებმა მოუწოდეს პარლამენტს შეაჩერებინათ მოსამართლეები შერჩევა და დამტკიცება., ვიდრე სერიოზული ცვლილებები არ მოხდებოდა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესში, რომელიც წარუდგენს პარლამენტს მოსამართლეებს დასანიშნად.

მიუხედავად ამისა, პარლამენტმა არა მარტო შეაჩერა პარლამენტში მოსამართლეების შერჩევა, არამედ უკვე დაამტკიცა სამუდამოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად 4 მოსამართლე.

ამ თემაზე უმრავლესობის წარმომადგენლის ოხანაშვილის განმარტებით, მას შემდეგ რაც რეფერენდუმზე მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა, მას სრული უფლება აქვს გააგრძელოს მოსამართლეების დანიშვნა. საუბარია, იმ „რეფერენდუმზე“, რომელსაც არჩევნებამდე მმართველი გუნდი რეფერენდუმად არ თვლიდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ხელისუფლების განცხადებებს ევროპასთან თანამშრომლობაზე, ხოლო მეორე მხრივ იმას, რომ მმართველი გუნდი მზად არა მართლმსაჯულების საკითხებში გაითვალისწინოს ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციები?

- სწორედ მაგაშია საქმე, რომ ევროპული ინტეგრაცია მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირმა გახსნას გზები ჩვენთან მეტად თანამშრომლობისთვის, დაუშვას ჩვენი მოსახლეობის დაუბრკოლებლად გადაადგილება ევროკავშირის ქვეყნებში, თავისუფლად დაუშვას ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩვენი პროდუქცია და მოგვცეს პირობა ევროკავშირში გაწევრიანების, ეს ასე მარტივად არ ხდება.

არის გარკვეული პირობები და უპირველესია ე.წ. პოლიტიკური კრიტერიუმი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ერთ-ერთი პირობაა. პოლიტიკური კრიტერიუმი გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების სრულად და სრულფასოვნად ფუნქციონირებას.

ეს ეხება მართლმსაჯულების სისტემასა და პროკურატურას. ევროკავშირში მართლმსაჯულებისა და პროკურატურის სრულფასოვანი ფუნქციონირება დემოკრატიის ქვაკუთხედად ითვლება. ამის გარეშე დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებობს. ამიტომაა რომ ევროკავშირი გვეუბნება - თუ თქვენ გინდათ ჩვენთან დაახლოება და ინტეგრირება, ამ საკითხებში უნდა გვქონდეს პროგრესი.

ევროკავშირში მართლმსაჯულებისა და პროკურატურის სრულფასოვანი ფუნქციონირება დემოკრატიის ქვაკუთხედად ითვლება. ამის გარეშე დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებობს. ამიტომაა რომ ევროკავშირი გვეუბნება - თუ თქვენ გინდათ ჩვენთან დაახლოება და ინტეგრირება, ამ საკითხებში უნდა გვქონდეს პროგრესი

ტრიოს სამივე ქვეყანას კი აქვს ამბიცია ევროკავშირში გაწევრიანების, მაგრამ უკრაინასა და მოლდოვაში ძალიან აქტუალურია არა მხოლოდ მართლმსაჯულების თემები, ასევე ძალიან მაღალია კორუფცია. ბრიუსელი გვეუბნება - თუ გინდათ ევროკავშირის წევრობა, უნდა დაემსგავსოთ ევროკავშირის ქვეყნებს. ევროკავშირი სასამართლო სისტემას ევროპული სტანდარტების ქვაკუთხედად თვლის.

რა პრეტენზია აქვს ევროკავშირს ჩვენს სასამართლო სისტემასთან? ევროკავშირი თვლის რომ ჩვენი სასამართლო სისტემა მიუკერძოებელი არაა და არ აქვს ნდობა. და ეს სისტემა არის თუ არა თავისუფალი მმართველი ძალისგან.

ევროკავშირმა ხელისუფლებას სასამართლო სისტემაზე გავლენებისგან განთავისუფლების მექანიზმი შემოგვთავაზა. ამ თემაზე ვენეციის კომისიამ 2019 წელს რეკომენდაციები მოგვცა, საკითხი ეხებოდა მოსამართლეები დანიშვნის წესს. ხელისუფლება ვენეციის კომისიას შეჰპირდა, რომ მოსამართლეების დანიშვნის წესს შეცვლიდა. შემდეგ იყო შარლ მიშელი შეთანხმება, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ მოსამართლეების დასამტკიცებლად პარლამენტში ხმა 2/3 უნდა მიეცა. მანამდე მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერებულიყო.

ამ პროცესების ფონზე ხელისუფლება მიშელის შეთანხმებიდანაც გამოვიდა, მთავრობამ 75 მილიონიან შეღავათიან სესხზე თქვა უარი, რომელშიც მოსამართლეების თემა პირობად იდო. მეტიც, ხელისუფლებამ ევროკავშირს ისიც კი უთხრა, რომ ჩვენ საქმეებში ნუ ერევიო. არადა, არანაირ საქმეში ჩარევასთან არ გვაქვს საქმე.

ხელისუფლებამ თავად განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმას გაატარებდა, ხოლო ევროკავშირმა გვითხრა ამ საქმეში დაგვეხმარება. ამ და სხვა თემებზე ხელისუფლებამ ევროპულ საბჭოსთან შეთანხმებასაც კი მოაწერა ხელი. მართალია, შემდეგ ამ შეთანხმებიდან გამოვიდა.

- სავარაუდოდ, რა რეაქცია ექნებათ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს?

- ამ თემაზე უკვე იყო აშშ-ს ელჩის და ევროკავშირის რეაგირება. მიუხედავად ამისა, გრძელდება ძველი წესით მოსამართლეების დანიშვნა. ვხედავთ, რომ მოსამართლეების შერჩევის საკითხში ცვლილებების შეტანა ხელისუფლებას არ უნდა. ფაქტია, რომ ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან ნეგატიურად უყურებენ.

თუ ტრიოს ბრიუსელში ჩასვლის საკითხს დავუბრუნდებით.

ჩვენ ზუსტად არ ვიცით რაზე ესაუბრა შარლ მიშელი საქართველოსთან დაკავშირებით პრემიერ ღარიბაშვილს, ან რა უთხრეს მას ევროპარლამენტარებმა ამ თემაზე. ჩვენ ვიცით მხოლოდ ეკლექტური კომენტარები ამ შეხვედრებთან დაკავშირებით.

ვიცით, რომ იყო საუბარი ვთქვათ იგივე კომუნიკაციებთან დაკავშირებით. მაგალითად უკრაინამ მოითხოვა როუმინგით სატელეფონო საუბრისას სარგებლობაზე გადასახადის გაუქმება. ასევე რომ უკრაინა საერთო გადახდების სისტემაში რომ გაერთიანდეს. ასეთ შემთხვევაში გამარტივდება გადარიცხვები. მოქალაქეებს შეეძლებათ ზედმეტი გადარიცხვების გარეშე ტრანსფერების განხორციელება.

საუბარი იყო ასევე „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭებაზე. არის ასეთი ტერმინი, რომელსაც ევროკავშირი გამოიყენებს ჩვენს ტრიოს ქვეყნების მიმართ. თუ ამ ტერმინს ევროკავშირი გამოიყენებს, ითვლება, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პოტენციური კანდიდატია.

ასეთ ვითარებაში ევროპული ინსტიტუტები უფრო სრულფასოვნად მუშაობენ ამ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრირებისათვის. ამგვარი პერსპექტივა ჩვენს მიმართ მიღებული არ არის და ამ პერსპექტივაზეც იყო საუბარი მიშელის ტრიოს ქვეყნების პრემიერებთან გამართულ შეხვედრაზე. პრემიერებმა შარლ მიშელს სთხოვეს, რომ დეკლარაციაში ჩაიწეროს, რომ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს „ევროპული პერსპექტივა“ აქვთ.

ყველა ეს საკითხი, რომელსაც ლობირებენ ტრიოს ქვეყნები და მისი შედეგი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების მიმართ.

სამივე ამ ქვეყანას გააჩნია პრობლემები. უკრაინასა და მოლდოვაში საკმაოდ ძლიერია კორუფციის პრობლემები. რაც შეეხება საქართველოს, მოგეხსენებათ არის სასამართლოზე პოლიტიკური გავლენების პრობლემა. ასევე საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ბოლო წლებში დემოკრატიის მშენებლობაში არის გარკვეული უკუსვლა.

2012 წლის შემდეგ იყო გარკვეული პროგრესი, ზოგი მიმართულებით მოხდა გამოსწორება იმ გადაცდომების, რომელიც იყო წინა ხელისუფლება ის დროს. მაგრამ, შემდგომ, სახეზეა გარკვეული რეგრესი, რადგანაც მათი შეხედულებით მმართველი ძალა ცდილობს სრული ძალაუფლების მოხვეჭას და პოლიტიკური პლურალიზმის არდაშვებას. მათ შორის სასამართლოში გავლენების შენარჩუნებას. ასეთ ვითარებაში ევროპის პასუხი არის შესაბამისი.

არც ერთ კომენტარში, რომელიც მე წავიკითხე ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, არ არის ნათქვამი, რომ ევროკავშირმა რაღაც დაპირება მისცა ტრიოს სამ ქვეყანას. მიუხედავად ამისა, მაინც დიდი პლუსია ის, რომ ცნეს ტრიოს ფორმატი და შეხვედრა შედგა.

არც ერთ კომენტარში, რომელიც მე წავიკითხე ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, არ არის ნათქვამი, რომ ევროკავშირმა რაღაც დაპირება მისცა ტრიოს სამ ქვეყანას. მიუხედავად ამისა, მაინც დიდი პლუსია ის, რომ ცნეს ტრიოს ფორმატი და შეხვედრა შედგა

შარლ მიშელის მხრიდან გაჟღერდა ის, რომ ტრიოს ფორმატს ხელი უნდა შეეწყოს. მაგრამ ეს არ უთქვამთ არც ევროკომისიაში და არც ევროპარლამენტში და არც იმაზეც არაფერი თქმულა, რომ ტრიოს პროექტის განვითარებისთვის გარკვეული თანხები უნდა გამოიყოს, ან ცალკე ინსტრუმენტი შექმნას ამ სამი ქვეყნის მხარდაჭერისთვის.

ეს ყველაფერი შედეგია იმისა, რომ სამივე ქვეყანას გააჩნია პრობლემები, რომელსაც ევროკავშირი ხაზს უსვამს. სანამ ეს არ გამოსწორდება, რა თქმა უნდა, ძნელი იქნება ევროკავშირის მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერის მოპოვება, ვიდრე ტრიოს სამივე ქვეყანას დღესდღეობით აქვთ.

- ამ პროცესების პარალელურად ვხედავთ თუ რა ხდება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მხედველობაში მაქვს ირაკლი კობახიძის განცხადება იმაზე, რომ - თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემის შესახებ ჩანაწერი, ისე როგორც ჩანაწერი ბარიერის კუთხით, უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან“.

ამ თემაზე კრიტიკული შეფასებები ოპოზიციამ გააკეთა, რაზეც იმავე კობახიძის პასუხი ასეთი იყო - თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გადავწყვეტთ, ეს იქნება ხელისუფლების კეთილი ნება.

როგორ უკავშირდება ეს განცხადებები ერთი მხრივ ხელისუფლების გაცხადებულ ევროპული ინტეგრაციულ პოლიტიკას, ხოლო მეორე მხრივ საშინაო პოლიტიკაში პოლიტიკური პოლარიზაციისკენ გადასადგმელ ნაბიჯებს?

- ევროკავშირის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა პარადოქსული და წინააღმდეგობრივია და ამას ევროკავშირში და აშშ-ში ძალიან კარგად ხედავენ. ევროპული სულისკვეთება და პოლიტიკა გულისხმობს დაპირებების შესრულებას.

ევროკავშირის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა პარადოქსული და წინააღმდეგობრივია და ამას ევროკავშირში და აშშ-ში ძალიან კარგად ხედავენ. ევროპული სულისკვეთება და პოლიტიკა გულისხმობს დაპირებების შესრულებას

როდესაც ხელისუფლებას კრიზისულ ვითარებაში სურს სტაბილიზაციის ელემენტების შემოტანა, ის იძლევა დაპირებებს, მაგრამ, როგორც კი კრიზისი მეტ-ნაკლებად განიმუხტება, ის დაპირებებს არ ასრულებს. ეს ჩვენს ხელისუფლებას ტრადიციად ექცა.

ასე მოხდა, როცა ხელისუფლებამ გასცა დაპირება რომ სრულად პროპორციული არჩევნები ჩატარდებოდა, რაც არ შეასრულა. მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერით თქვა, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმებს განახორციელებდა, მაგრამ შემდეგ ამ შეთანხმებიდანაც გამოვიდა, ანუ უარი თქვა გაცემული პირობის შესრულებაზე.

ბოლო არჩევნებში ხელისუფლებას 43%-ზე ნაკლები რომ მიეღო, ისინი მაინც იტყოდნენ, რომ მიშელის შეთანხმებას არ ვასრულებთო. ყველაფერი ჩვენ კეთილ ნებაზეაო დამოკიდებული, ამისკენ მიდიოდა საუბარი.

პარლამენტში ოპოზიცია რომ შესულიყო, მათ ბევრი დაპირება გასცეს. სასამართლოსაც მისცეს პირობა, რომ სასამართლო სისტემაშიც შეიტანდნენ ცვლილებებს. მაგრამ არც ერთი არ შეასრულეს. ახლაც, ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროკავშირისთვის და აშშ-სთვის მიცემული პირობის შესრულებას არ აპირებს.

ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროკავშირისთვის და აშშ-სთვის მიცემული პირობის შესრულებას არ აპირებს

სხვათა შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ერთი მოსმენით უკვე მიღებულია გადაწყვეტილება. ახლა ამაზეც აპირებენ უარის თქმას. როგორც კი სიტუაცია იცვლება, ანუ, ადგილობრივ არჩევნებზე საკრებულოების უმრავლესობაში ხელისუფლებას მოპოვებული აქვს კონტროლი, ახლა ამბობენ საკონსტიტუციო ცვლილებები აღარ გვჭირდებაო. ასე დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლებები არ იქცევიან.

ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად ხედავენ, რომ საქართველო არც ევროკავშირში და არც ნატოში შესასვლელად არ არის მზად.

რუსეთს არ აქვს ამბიცია ევროკავშირში გაწევრიანდეს და იმიტომაც იქცევა საერთაშორისო ასპარეზზე ისე როგორც იქცევა. ანუ საერთაშორისო შეთანხმებებსა და ნორმებს არ ასრულებს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მოსკოვს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით არ უნდა ეღიარებინათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მათ ჯერ თქვეს რომ ევროპის დამკვირვებლებს შეუშვებდნენ კონფლიქტის ზონებში, შემდეგ ამაზე უარი თქვეს.

ჩვენ ვისგან ვიღებთ მაგალითს? ჩვენ ვმოქმედებთ დემოკრატიულ სახელმწიფოებში დამკვიდრებული წესებით და შეთანხმებული ნორმებით, თუ ვბაძავთ რუსეთს?

აქ ყველაზე ცუდი ისაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელისუფლების ასეთ ქმედებებსა და მიდგომას ეთანხმება. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი პოლარიზაცია. არა მარტო პოლიტიკურ პარტიებში, არამედ მოსახლეობაში. რაც მეტია პოლარიზაცია, მით მეტად იქნება გამართლებული ხელისუფლების მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი.

პოლარიზაციის პირობებში ოპოზიციის განცხადებებზე ხელისუფლების ნებისმიერი განცხადება და ქმედება გამართლებული ხდება. ასე დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება. ყველაფერს აქვს ლიმიტი, არსებობს თამაშის წესები, მიღებულ გადაწყვეტილებებზე შეთანხმება, და იმაზე რეაგირება, როცა შეთანხმება ირღვევა.

„ქართულ ოცნებაში“ ხედავენ, რადგან მოსახლეობაში პოლარიზაციის ხარისხი მაღალია, მათ მომხრეებს სძულთ „ნაცმოძრაობის“ და სხვა ოპოზიციის მომხრეები, მათ შეუძლიათ ნებისმიერი დაპირების დარღვევა. მათ ნებისმიერად შეუძლია მოექცეს. ასეთია ხელისუფლების მოქმედების ლოგიკა. ეს აზიანებს ჩვენს ევროპულ მომავალს.

იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

- ჩვენ საუბრის დასაწყისში ვახსენეთ ბრიუსელში მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.

რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებისაგან განსხვავებით ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით უფრო აქტიურია?

- შთაბეჭდილება არა მარტო არ რჩება, ნამდვილად ასეა. სამოქალაქო საზოგადოება უფრო კარგად ხედავს და გრძნობს თუ როგორი ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს ქვეყანაში. იგი უფრო ობიექტურად და მიუკერძოებლად უყურებს ამ პროცესს, ვიდრე რომელიმე პარტიის მხარდამჭერები. მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება მიზანი არაა, მათთვის მთავარია როგორ ქვეყანას ვაშენებთ და როგორი ტრანსფორმაცია ხდება და ხალხისთვის რა კეთდება.

სამოქალაქო საზოგადოება უფრო კარგად ხედავს და გრძნობს თუ როგორი ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს ქვეყანაში. იგი უფრო ობიექტურად და მიუკერძოებლად უყურებს ამ პროცესს, ვიდრე რომელიმე პარტიის მხარდამჭერები. მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება მიზანი არაა, მათთვის მთავარია როგორ ქვეყანას ვაშენებთ და როგორი ტრანსფორმაცია ხდება და ხალხისთვის რა კეთდება

ამიტომაცაა, რომ სამოქალაქო საზოგადოება უფრო ზუსტად რეაგირებს ამ ტიპის დარღვევებზე. სამოქალაქო საზოგადოების ხელისუფლებისადმი ამგვარი დამოკიდებულება არ ეხება მხოლოდ ხელისუფლებას. სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ ამართლებს ოპოზიციის მოქმედებას. იმას, რაც აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ქვეყანაში სტაბილურობას, ან განვითარებას და ასე შემდეგ.

მაგრამ, ამ შემთხვევაში მეტი კრიტიკაა მათი მხრიდან ხელისუფლების მიმართ, რადგან მათ ხელშია ქვეყნის მართვის სადავეები.

- პრემიერმა ღარიბაშვილმა ბრიუსელში განაცხადა - „მოუთმენლად ველით დეკემბერში გასამართ სამიტს, რომელიც გზას გაუხსნის გაძლიერებულ თანამშრომლობას, როგორც პარტნიორებს შორის, ასევე ევროკავშირთან“.

იმ ფონზე რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, რა იმედები შეიძლება გვქონდეს დეკემბერში დაგეგმილი სამიტისაგან?

- მე ვიტყოდი ასე - „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არის ევროკავშირის მიერ ინიციირებული პოლიტიკა და ამ პოლიტიკას ევროკავშირი არ შეეშვება. ამის კარგი მაგალითია ის, რომ ევროკავშირში საგარეო საქმეთა მინისტრების ამას წინათ გამართულ შეხვედრაზე ერთი ცარიელი სკამი იდგა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის. ევროკავშირში ბელარუსსაც კი ელიან უკან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში, სადაც ამ ქვეყნის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ იმავდროულად აქვთ გრძელვადიანი პოლიტიკაც.

რა თქმა უნდა, სამიტზე ბევრი რამ ისეთი ითქმება, რაც ჩვენთვის კარგი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასევე იქნება კრიტიკა.

რა თქმა უნდა, ევროკავშირი შეეცდება არ დაწვას ხიდები საქართველოსთან, არც მის მთავრობასთან და გააგრძელოს თანამშრომლობა. მაგრამ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირში მუდმივად იქნება კრიტიკა, რომ საქართველო გარკვეული მიმართულებებით შეცდომებს უშვებს და სწორად არ იქცევა.

ევროკავშირი შეეცდება არ დაწვას ხიდები საქართველოსთან, არც მის მთავრობასთან და გააგრძელოს თანამშრომლობა. მაგრამ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირში მუდმივად იქნება კრიტიკა, რომ საქართველო გარკვეული მიმართულებებით შეცდომებს უშვებს და სწორად არ იქცევა

ევროპარლამენტარებისაგან და ევროკავშირის მაღალჩინოსნებისგან გავიგონებთ ჩვენთან დაკავშირებით საკმაოდ სკეპტიკურ განცხადებებს იმაზე, რომ საქართველოს ჯერჯერობით ევროკავშირში გაწევრიანებაზე პერსპექტივა არ აქვს. ასე იქნება მანამდე, ვიდრე ქვეყანა არ გაატარებს იმ რეფორმებს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროპული ქვეყნის სტანდარტები დააკმაყოფილოს.

რა თქმა უნდა, რომ გაგრძელდება იმ ინფრასტრუქტურული და ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა ენერგეტიკული პროექტების განხორციელება, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. ეს და სხვა პროექტები არ შეჩერდება, მაგრამ ჩვენ ხომ მეტი გვინდა, გვინდა ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარება.

აი დაჩქარებას რაც შეეხება, აქ ჩვენ საგრძნობი პროგრესი ჯერჯერობით არ გვექნება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს