ლევან ანდრიაშვილმა ევროკავშირის ელჩის მოადგილეს, სიგრიდ ბრეტელს თელავში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო

საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე სიგრიდ ბრეტელი ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, მზია გიორგობიანთან ერთად თელავს ეწვია. ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სტუმრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, პირველ მოადგილესთან ნიკოლოზ მეტრეველთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გივი მეტრეველთან ერთად უმასპინძლა.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, მხარეებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა" ფარგლებში განხორციელბული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფოტოგამოფენა დაათვალიერეს და სამომავლოდ დაგეგმილ ინფრასტრუქტურლ პროექტებზე ისაუბრეს.

„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2020 წელს თელავში განხორციელდა ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურული პროექტი „ქალაქ თელავში ახალი ბიზნეს-კლასტერის ტერიტორიაზე არსებული გზის რეაბილიტაცია“, რომლის ჯამური ღირებულებაც 317 530 ლარია. დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სავაჭრო ცენტრი „თელავი მოლი“.

2021-2022 წლებში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში თელავში დაგეგმილია ურბანული განახლების მასშტაბური პროექტები, რომლის მიზანია რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ურბანული ტერიტორიების ინტეგრაცია, თელავის, როგორც ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო მიზიდულობის ცენტრის განვითარება; კონკურსის პირველ ეტაპზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ამ დროისთვის წარდგენილია 20 საპროექტო იდეა, რომლის საერთო ღირებულება, ჯამში, 30 მილიონ ლარზე მეტია.

2021 წელს უკვე დაფინანსებულია 3,431,862 ლარის ღირებულების ორი პროექტი: თელავში ისტორიულ ძეგლებსა და ტურისტულ საინფორმაციო დაფებზე QR კოდების განთავსება, ქალაქის კულტურული და საგანმანათლებლო როლის გაძლიერებისთვის და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ურბანული ტერიტორიის ოპტიმიზაციის მიზნით და არსებულ ლოკაციაზე ახალი მიზიდულობის არეალის შექმნა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2021-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, წარდგენილი საპროექტო იდეები მოიცავს ქალაქის მასშტაბით ახალი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონების მოწყობას, თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების და საგზაო უსაფრთხოების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, თელავში არსებული ისტორიული მნიშვნელობის წყაროების რეაბილიტაციას, რეგიონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თელავში ქუჩების დამისამართებას, სტანდარტიზაციას და საინფორმაციო დაფების მოწყობას, საგანმანათლებლო მიზიდულობის არეალის განვითარების მიზნით, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სპორტული მოედნის, რეკრეაციული სივრცეების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობას, მშვიდობის ქუჩის მიმდებარედ ახალი პარკის მშენებლობას, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე რეგიონული ჩოგბურთის კორტების მოდერნიზებას და სხვა მნიშვნელოვან საპროექტო იდეებს.

2020-2022 წლებში საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციო-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით. პროგრამა მოიცავს საქართველოს ოთხ რეგიონს: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარის მოცულობის დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის მიერ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა