თბილისის საქალაქო სასმართლოსთან მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეები სასამართლო პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას საქალაქო სასამართლოსთან მოწყობილ სცენაზე განთავსებულ დიდ ეკრანზე 4 საათის განმავლობაში უსმენდნენ და პერიოდულად ტაშითა და შეძახილებით - „მიშა, მიშა“ ხვდებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილმა ესკორტის თანხლებით სასამართლოს შენობა უკვე დატოვა. აქციის მონაწილეების ნაწილმა ის ტაშით გააცილა.
ადგილზე კვლავ მობილიზებულია პოლიცია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"